ვარ 33 წლის, მყავს ორი ბავშვი, მეორე 11 თვისაა, დ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

07-06-2010

- ვარ 33 წლის, მყავს ორი ბავშვი, მეორე 11 თვისაა, დაბადებიდანვე ვაწოვებ ძუძუს, თავიდან რეგულარულად, ახლა მხოლოდ ღამით, მენსტრუაცია არ მაქვს, ძალიან ვნერვიულობ, ნუთუ ეს ნორმალურია, რატომ არა აქვს ქალს მენსტრუაცია ძუძუთი კვების დროს?

პასუხი
- თუ ბავშვი იმყოფება მთლიანად ბუნებრივ კვებაზე ანუ იკვებება მხოლოდ დედის რძით, მაშინ მენსტრუაცია, ხშირად ლაქტაციის პერიოდის დასრულების (ერთი წლის შემდეგ) შემდეგ დგება. 
თუ დედა ბავშვს ძუძუსთან ერთად დამატებით საკვებსაც აძლევს, მაშინ მენსტრუაცია შეიძლება დადგეს ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდეც და დასრულების შემდეგაც.
თუ ბავშვი თავიდანვე შერეულ კვებაზეა, ანუ იღებს დედის რძესაც და ხელოვნურ საკვებსაც, მაშინ დედას მენსტრუაცია აღუდგება მშობიარობიდან 3-4 თვეში.
თუ ქალი ბავშვს ძუძუთი არ კვებავს, ანუ ბავშვი თავიდანვე ხელოვნურ კვებაზეა, მაშინ მენსტრუაცია ღდგება მშობიარობიდან 10-12 კვირაში.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ არა აქვს ქალს მენსტრუაცია ძუძუთი კვების დროს.
ჯერ კიდევ ორსულობის დროს ქალის ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონ პროლაქტინის აქტიურ გამომუშავებას, რომელიც ამზადებს სარძევე ჯირკვლებს ლაქტაციისათვის და ამავდროულად ამცირებს ოვულაციას. იმ მომენტში, როცა ბავშვი ძუძუთი იკვებება, პროლაქტინის სეკრეცია ინტენსიფიცირდება, ხოლო კვებათა შორის დროის გაზრდის შემთხვევაში – ეცემა. როგორც წესი, სანამ ქალი ბავშვს მხოლოდ ძუძუთი კვებავს, პროლაქტინი საერთოდ ახშობს ოვულაციას – აღმოცენდება ლაქტაციური ამენორეა (მენსტრუაციის არქონა ლაქტაციის პერიოდში).


გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად