რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 18 წლის გოგონა, ცოტა ხნის წინ სახეზე მცირე ალერგიული გამონაყრის გამო აფთიაქის კონსულტანტმა მირჩია "სინაფლანის მალამო 0,025%". მისი გამოყენების დროს (დაახლოებით 5-7 დღის განმავლობაში ვიყენებდი ინტენსიურად, დიდი მოცულობით) გამომეხატა გვერდითი მოვლენები - სახის კანის გაწითლება და გახურება (წვა). თუმცა გამონაყარი მართლაც გამიქრო. ახლა ისევ გამიმეორდა, თან უარესი მდგომარეობით, მთელ სახეზე წვირილად მაქვს დაყრილი და მექავება. მაინტერესებს არის თუ არა ეს აღნიშნული მალამოს ბრალი (მისი უკუჩვენების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ეს ეჭვი), და რა
მალამოს მირჩევთ ზოგადად ასეთი შემთხვევებისთვის?
პასუხი
- არ გირჩევთ თვითმკურნალობას. უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რათა დადგინდეს გამონაყრის განვითარების მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, თუ გამონაყარი ალერგიული ბუნებისაა, აუცილებელია ალერგენის მოშორება, დიეტა, ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღება და გარეგანი გამოყენებისთვის მალამოს შერჩვევა. სინაფლანის მალამოს დანიშვნის ჩვენებაა - კანის ადგილობრივი ანთებითი დაავადებები, კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული დაავადებები, ასევე ეგზემა, ორგანული ფსორიაზი და სხვ. - სინაფლანის მალამო (ისევე, როგორც სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდები) უკუნაჩვენებია ტუბერკულოზის, კანის სოკოვანი, ათაშანგის და ვირუსული დაავადებების დროს, ვაქცინაციის შემდეგ გამოწვეული კანის რეაქციებისას. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით კანის ფართო უბნებზე, არ არის რეკომენდებული; ასევე, პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში დაზიანებული კანის ფართო უბნებზე. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კანის მეორადი დაზიანებებისა და მასში ატროფიული ცვლილებების განვითარება. ასე, რომ ამ პრეპარატის ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენებას არ გირჩევთ. რაც შეეხება ამჟამად სახეზე წვრილი ქავანა გამონაყრის გაჩენას, ეს არ იქნება სინაფლანის მალამოს მოხმარებით გამოწვეული. ალბათ რაიმე მიზეზის გამო დაავადება (რაც იწვევს თქვენს შემთხვევაში გამონაყრის გაჩენას) გამწვევადა.