რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 22 წლის გოგო, მაქვს უძილობა. უკვე 4 წელია, სწავლის პარალელურად ვმუშაობ, ღამის ცვლაში. ზოგჯერ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში წასასვლელი არ ვარ, ღამით მაინც ვერ ვიძინებ, შეიძლება დავწვე, მაგრამ 1-2 საათი ვწევარ და მერე ისევ ვდგები და ასე შეიძლება ზედიზედ 2-3 დღე-ღამე ვერ დავიძინო. აღარ ვიცი რა გავაკეთო, მეხსიერება დამიქვეითდა, ვეღარ ვიძინებ, მუდმივად დაღლილობის შეგრძნება მაქვს. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, იქნებ მირჩიოთ რამე ხალხური საშუალება ან რომელიმე უსაფრთხო მედიკამენტი, რომელსაც მიჩვევა არ ახასიათებს, რომ ნორმალურად დაძინება მოვახერხო. ძალიან გთხოვთ უყურადღებოდ ნუ დამტოვებთ
პასუხი
- გირჩევთ ძილის წინ კარგად გაანიავოთ ოთახი, დაძინებამდე 1,5 - 2 საათით ადრე არ უყუროთ ტელევიზორს, არ ჩაერთოთ კამათსა და დაძაბულ საქმიანობაში, დაწექით მაშინ, როცა ჩაძინების სურვილი გექნებათ. შეგიძლიათ ძილის წინ მიიღოთ ვალერიანის ან კორვალოლის წვეთები.