რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მყავს 7 თვის ბიჭი. მასაჟი არ გამიკეთებია არც ერთხელ. უკვე ათასჯერ მაინც მითხრეს სახლში, რომ ბავშვისთვის აუცილებელია მასაჟი ერთ წლამდე სამჯერ მაინც, რასაც ქვია გული შემიღონეს. პედიატრმა მითხრა, რომ 7 თვემდე ძვლოვანი სისტემა ყალიბდება და მანამდე საჭირო არ არის მასაჟი. ბოლო პერიოდია დაეწყო ქვედა ყბის ცახცახი ჭამის დროს. პედიატრმა დაუნიშნა მიდოკალმი და მითხრა, რომ ბავშვს რომც სჭირდებოდეს (გასინჯვის შემდეგ არაფერი არ ჭირს რომ მასაჟი დავნიშნოვო) ასეთ დროს უფრო მეტად მოხდება სტიმულაცია და მასაჟი პირიქით უკუ შედეგს გამოიგებსო. თქვენ რას მირჩევთ? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ყველა ბავშვმა აუცილებლად უნდა გაიკეთოს მაასჟი?
პასუხი
- მასაჟი არ არის აუცილებელი, მრავალ მოწინავე ქვეყანაში მას პედიატრები საერთოდ არ ნიშნავენ. გირჩევთ ენდოთ თქვენი პედიატრის რჩევას, არ იქნება ურიგო, თუ ბავშვთა ნევროლოგთანაც მიბრძანდებით საკონსულტაციოდ.