რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მამას (79 წლის) ჰქონდა სისხლიანი ნახველი და დაბალი სიცხე, ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ ორივე სიმპტომი გაქრა, მაგრამ კტ_მ აჩვენა შუასაყარის გადიდებული ლიმფური კვანძები. ნახველის გამოკვლევამ ტუბერკულოზი არ დაადასტურა, მუცლის ღრუს ყველა ორგანო ნორმაშია, სისხლში მომატებული ედს 20, ეოზინოფილები 9%, ბაზოფილები 3% სხვა ყველაფერი ნორმაშია. ჰემატოლოგმა 2 თვის შემდეგ გაიმეორეთ კვლევაო, ფტიზიატრმა მაინც დავნიშნოთ სპეციფიური მკურნალობაო. იქნებ მირჩიოთ კვლევა, რომელიც დიაგნოზს დაგვაზუსტებინებს ანუ დიფერენცირება მოხდება ტუბერკულიოზსა და ლიმფომას ან რამე სხვა დაავადებას შორის, რომელიც იწვევს ლიმფადენოპათიას. მამას არავითარი ჩივილები არა აქვს, გარდა მცირე სისუსტისა. ბიოფსია ფილტვის ლიმფური კვანძიდან რამდენად შესაძლებელია ოპერაციის გარეშე.
პასუხი
- სადიფერენციაციო კვლევა სწორედ გადიდებული ლიმფური კვანძის ბიოფსიაა. შუასაყრის ლიმფური კვანძის ბიოფსია სამწუხაროდ მხოლოდ ოპერაციულადაა შესაძლებელი.