რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დიდი მადლობა დახმარებისთვის. როგორც ადრე მოგწერეთ, ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე, ჰემოგლობინი ძალიან დამივარდა, მაქვს 61. ექიმმა ტოტემა დამინიშნა 15 დღით, 1 კვირაა ვსვამ და მაინც ისევე ვგრძნობ თავს, როგორც მანამდე, ტოტემამ ძალიან გამიმუქა კბილები, ეგრე დამრჩება თუ გადამივლის სიმუქე? თუ შეგიძლიათ მირჩიეთ სხვა რაიმე წამლის დალევა. უღრმესი მადლობა დახმარებისთვის.
პასუხი
- ჰემოგლობინის ასეთი მაჩვენებლის შემთხვევაში აუცილებელია ყოველდღიურად ტოტემას 2 - 4 ამპულის მიღება. კბილების ფერის ცვლილების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი სწრაფად უნდა დალიოთ და პირში არ უნდა გაიჩეროთ. არსებობს რკინის ტაბლეტირებული პრეპარატებიც, მათ შერჩევაში ფარმაცევტები დაგეხმარებიან. რკინის პრეპარატების მიღებასთან ერთად აუცილებელია სისხლის კარგვის გამომწვევი დაავადების მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ.