- ჩემს მეუღლეს, რომელიც არის 24 წლის, აქვს ვეპ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

07-06-2010

- ჩემს მეუღლეს, რომელიც არის 24 წლის, აქვს ვეპევე სინდრომი გულზე. აქამდე გულს არ შეუწუხებია, ცოტა ხნის წინ "პახმელიაზე" იყო და შეაწუხა გულმა, ექიმმა გადაუღო კარდიოგრამა და ეს დიაგნოზი დაუსვა და უთხრა, რომ ოპერაცია არ ჭირდება და თუ მოხდა სინდრომის პროვოცირება, მერე გაიკეთეო. აქვს წნევები 140/100, მაგრამ არ აწუხებს. მაინტერესებს რამდენად საშიშია და როგორ ხდება მკურნალობა. გმადლობთ

პასუხი

- ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის დროს გულში არსებობს დამატებითი გამტარი გზები, რის გამოც ხშირია მიდრეკილება შეტევითი ხასიათის გულის აჩქარებისკენ (პაროქსიზმებისკენ). მას ახასიათებს გულის მოულოდნელი, უმიზეზო აჩქარება, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ ასევე უეცრად რეგულირდება. ეს შეტევა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეც კი შეიძლება გაგრძელდეს. ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომს საფუძვლად უდევს წინაგულიდან პარკუჭისკენ იმპულსების ანომალიური გატარება, ანუ ელექტრული იმპულსი, რომელმაც გულის შეკუმშვა უნდა განახორციელოს, მასში გაივლის არა ჩვეული, არამედ ანომალიური - დამატებითი - გზით. ასეთ იმპულსებს კი აქვთ მაღალი სიხშირის შეკუმშვების განვითარების უნარი (მაღალი სიხშირის ტაქიკარდია). თუ ტაქიკარდიის შეტევები ხშირია, ხდება დამატებითი გამტარი გზის დესტრუქცია. ამ პროცედურას აბლაციას უწოდებენ. ამ ეტაპზე აუცილებელია არტერიული წნევის ნორმალიზაცია, რისთვისაც უნდა მიმართოთ კარდიოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად