რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა, რომ ჩავიტარო სწორი მკურნალობა, რადგან ძალიან შეშინებული ვარ და გთხოვთ დამეხმაროთ. ვარ 34 წლის, გასათხოვარი, წელის ტკივილების გამო (რომელიც დიდი ხანია უკვე გრძელდება) ჩავიტარე ხერხემლის რენტგენოგრაფია და აჩვენა შემდეგი: აღ-ბა გულმკერდის მარჯვენა და გულმკერდ-წელის მარცხენამხრივი I ხარისხის გამრუდება, მალთა სხეულების როტაციით, გულმკერდის ქვედა მალთაშუა ნაპრალები დავიწოვებულია, L4-შI მალთაშუა ნაპრალები მნიშვნელოვნად დავიწროვებულია, აღნიშნულ მალთა სხეულების ჩამკეტი ფირფიტები სკლეროზული, პარავერტებრალურ კიდეებზე ისახება ოსტეოფიტების არსებობა, ხილული ტრავმული და დესტრუქციული ხასიათის ცვლილებები არ შეინიშნება. როგორია დიაგნოზი და რა სახის მკურნალობა უნდა ჩავიტარო. არის თუ არა საჭირო დამატებით რამე გამოკვლევა კიდევ, რა გართულება შეიძლება მოყვეს და როგორია ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა. ექვემდებარება თუ არა მკურნალობას და როგორი შეიძლება იყოს შედეგი. საშიშია თუ არა მომავალში ფეხმძიმობა და მშობიარობა. ძალიან გთხოვთ შეძლებისდაგვარად მალე დადოთ პასუხი. ტკივილები ეხლაც მაქვს. გიხდით მადლობას, რომ არსებობთ და გვეხმარებით.
პასუხი
- თქვენი დაიგნოზია სქოლიოზი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი. ეს დაავადებები ადამინაის სიცოცხლეს საშიშროებას არ უქმნიან, მაგრამ იწვვევენ წელის არეში ტკივილს, რაც მნიშვნელოვანი დისკომფორტის მიზეზია. აღნიშნულის გამო ტკივილის და დისკომფორტის შემცირების მიზნით ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული (არაჰორმონული) პრეპარატები. კარგ შედეგს გვაძლევს ქონდროპროტექტორების (სასხსრე ხრტილში არსებული ნივთიერებების შეცველების) დანიშვნა. ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია ჩატარდეს ფიზიოპროცედურები. დამატებითი გამოკვლევა დიაგნოსტიკის მიზნით ამ ეტაპზე საჭირო არ არის. მოსალოდნელ გართულებათა შორის უნდა დავასახელოთ მწვავე ტკივილის აღმოცენება, რაც დაკავშირებულია ნერვზე ზეწოლასთან ან ზოგჯერ მალთაშუა დისკის თიაქრის განვითარებასთან. ამ მდგომარეობის პროვოცირება შეუძლია დიდ ფიზიკურ დატვირთვას, მკვეთრ უხერხულ მოძრაობას. არსებული ცვლილებების უკუგავნითარება და სრული განკურნება მოსალოდნელი არ არის, მთავარია შემცირდეს ტკივილი და დისკომფორტი და შეჩერდეს დაავადების პროგრესირება. ორსულობა გარკვეულწილად ზრდის ხერხემალზე დატვირთვას, რის გამოც ორსულობის ბოლო პერიოდში აუცილებელი იქნება ხშირი დასვენება დღის განმავლობაში. რაც შეეხება მშობიარობას, წინასწარ, ორსულობამდე უნდა ჩატარდეს მენჯ-ბარძაყის სახსრების რენტგენოგრაფია, რათა შეფასდეს ამ სახსრების მდგომარეობა და გადაწყდეს როგორ წარიმართება მშობიარობა. მკურნალობისათვის უნდა მიმართოთ რევმატოლოგს ან ტრავმატოლოგ-ორთოპედს.
ჩემ 7 წლის გოგონას აქვს გამრუდებული ხერხემალი.დღე და ღამე ვნერვიულობ.ჯერჯერობით ვკიდებ ტურნიკზე.რას მირჩევდით კიდევ სახლის პირობებში?ისე ამ უხარისხო წიგნების თრევით დაემართა ბავშვს ეს გამრუდება.მთელი საქართველოს ბავშვები ამ დღეშია.კიდევ მერხებზე ჯდომამა ც გამოიწვია.უხარისხო და ასაკის შეუფერებელ მერხზე ზიან ბავშვები.