მესამე თვეა გათხოვილი ვარ. 18 წლის ვარ. ძალიან მი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

07-06-2010

- მესამე თვეა გათხოვილი ვარ. 18 წლის ვარ. ძალიან მინდა დაორსულება. სამი თვეა იმედს არ ვკარგავ, მაგრამ უშედეგოდ, ვიცი რომ ჯერ სანერვიულო არაფერია, მაგრამ მაინც ძალიან ვღელავ. აქტის დროს სპერმა უკან გადმოდის. მასწავლეს, რომ აქტის შემდეგ ფეხები კედელზე უნდა შემოაწყო, რომ სპერმა არ გადმოიღვაროს, მაგრამ ფაქტია, არ მშველის. პლუს ამას, სპერმა ძალიან თხელია, თითქმის წყალივით, ეს რამე საშიშროებას წარმოადგენს? ამაზეც ვღელავ. გამოუცდელი ვარ ასეთ რამეებში. ძალიან გთხოვთ, დროულად მიპასუხეთ. მადლობა უღრმესი, თქვენს იმედზე ვარ.

პასუხი
- თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული და დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად არ დგება ორსულობა, მაშინ საუბარია უშვილობაზე და ქალმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი - ანდროლოგს.
თუ რაიმე გამოხატული ჩივილი აღგენიშნებათ (მაგალითად, სუნიანი გამონადენი, მენსტრუალური ციკლის მოშლა, ტკივილი და ა.შ), მაშინ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.
რაც შეეხება სპერმის გარეთ გამოსვლას, გეტყვით, რომ სპერმის ნაწილი საშოდან უკან გამოდის ხოლმე. მაგრამ რადგან სპერმა ძალიან თხელია (იგი ბლანტი კონსისტენციის უნდა იყოს), ურიგო არ იქნება, თუ მეუღლე მიმართავს ანდროლოგს და გაიკეთებს სპერმის ანალიზს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად