რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- შეიძლება თუ არა, შერეული კოლპიტის (სოკო, ბაქტერიები) გამო ქალს გაუჩნდეს საშვილოსნოს ყელის ეროზია? თუ კიდევ საჭიროა სხვა დამატებითი ანალიზების გაკეთება?
პასუხი
- შესაძლებელია. საშვილოსნოს ყელის ეროზიის მიზეზის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორის ყველაზე სარწმუნოა საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორის თეორია. საშვილოსნოს ყელის ანთებას სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს: ტრიქომონა, ქლამიდია, სხვადასხვა მიკრობული ასოციაცია, ვირუსი... ამ დროს წარმოქმნილი პათოლოგიური გამონადენის ზემოქმედებით საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის მფარავი ეპითელიუმი განიცდის მაცერაციას (იქერცლება), დისტროფიას და შემდგომ დესქვამაციას (ჩამოიფცქვნება). ეროზიის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს საშვილოსნოს ყელის სამშობიარო ტრავმაც (ნახეთქები, დეფორმაცია). არსებობს დისჰორმონული თეორიაც, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასქესო სტეროიდული ჰორმონების ბალანსის დარღვევას. მაგალითად, ეროზია ხშირად ახლავს თან ქრონიკულ სალპინგოფორიტს, რომელიც საკვერცხეებისა და მისი დანამატების ფუნქციის მოშლით მიმდინარეობს. თქვენ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც ჩაგიტარებთ გინეკოლოგიურ გამოკვლევას, დაადგენს დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობას, დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.