რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ და რამე მირჩიოთ, ვარ 27 წლის, 3 წლის გათხოვილი და მაწუხებს უშვილობის პრობლება. რაც გავთხოვდი, მას მერე დამერღვა ციკლი, სად არ ვიყავი, ყველა ექიმმა თავისი მეთოდებით მიმკურნალა, უამრავი წამლები ვსვი - ჰორმონალური, წონაში მოვიმატე, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა ეს ყველაფერი, ძალიან ვნერვიულობ, დავიღალე ნერვიულობით და ამ პრობლემით, რა გავაკეთო, არ ვიცი.
პასუხი
- უშვილობას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამის ზეპირად დადგენა შეუძლებელია. თქვენ კი გვწერთ, რომ ბევრ ექიმთან იმკურნალეთ, მაგრამ არც დიაგნოზის და არც ჩატარებული მკურნალობის შესახებ არ საუბრობთ. ციკლის დარღვევა იმის მაჩვენებელია, რომ ჰორმონალურ დარღვევას უნდა ჰქნდეს ადგილი. თქვენ უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს და ჩაიტაროთ სრულფასვანი გამკვლევა. მხოლოდ დიაგნოზის დადგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი ეფექტური მკურნალობის მეთოდის შერჩევა. ექიმს აუცილებლად უნდა ჰკითხოთ, თუ რა დიაგნოზი დაგისვათ და რას ემსახურება დანიშნული მკურნალობა. ადამიანი როცა იცნობს თავის დაავადებას, უფრო ადვილად უმკლავდება მას. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა მიმართოს თქვენმა მეუღლემ ანდროლოგს და გაიკეთოს სპერმის ანალიზი.