რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- იყო დრო, როცა ყოველ დღე ვმასტურბირებდი, ახლა ვცდილობ აღარ გავაგრძელო ეს საქმიანობა, მაგრამ ნაკლებად გამომდის - რამდენად საშიშია? შეიძლება, რომ მასტურბაციით ორგანოს ფუნქცია დაქვეითდეს და მოხდეს დაფრიგიდულება? ხანდახან ბრწეკნის მაგვარ ტკივილს ვგძნობ სასქესო ორგანოში. იყო დრო, როცა გარეთა სასქესო ორგანო დამიმძიმდა და ძალიან მექავებოდა. მაგ პერიოდში ბევრ წიწაკასაც ვჭამდი, შეიძლება ამანაც იმოქმედა. მის მერე აღარ დამმართნია, რამდენად საშიშია და რისი ბრალი შეიძლება იყოს? კიდევ, ხშირი მასტურბაცია იწვევს თუ არა საკვერცხეების გადაწვას და უშვილობას?
პასუხი
- მასტურბაციის შესახებ მედიკოსთა აზრი ორადაა გაყოფილი, ჩვენ ვთვლით, რომ მასტურბაცია ჯანმრთელობისთვისაც მავნეა. ხშირმა მასტურბაციამ ფსიქოლოგიური და სექსოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. თავადვე დაუკვირდით, რა ხდება ამ დროს – ხდება აგზნება (ამ დროს სასქესო ორგანოების სისხლით გადავსება ხდება), რასაც არ მოყვება სრულყოფილი დაკმაყოფილება და შედეგად ქალებში ვითარდება საშვილოსნოს პათოლოგიები. გარდა ამისა, მასტურბაციის შემდეგ ადამიანს უჩნდება დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა საკუთარი თავის მიმართ, რაც ფსიქოლოგიურ პრობლემებს (მაგალითად, ნევროზს) იწვევს. თქვენი პრობლემის (გარეთა სასქესო ორგანოში ტივილი, სიმძიმე და ქავილი) მიზეზი მასტურბაცია იქნება, კერძოდ, ყოველდღიურად უხეში მექანკური გაღიზიანება გამოიწვევდა მიკროტრავმირებას და თქვენს მიერ დასახელებულ სიმპტომებს. რაც შეეხება ჩვენი აზრის მოწინააღმდეგეებს, ისინი მასტურბაციას ნორმალურად მიიჩნევენ მხოლოდ და მხოლოდ გარატეხის ასაკში.