პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი: ლია ჭითანავა.
- საინტერესოა, რის შემდეგ გაჩნდა ლაქა - მკურნალობის შემდეგ თუ თავისთავად? რითი იმკურნალეთ? გეტყვით, რომ ლაქები სხვადასხვა სახისაა და ყველა შესაბამის მკურნალობას საჭიროებს. არსენალში მოგვეპოვება ლაქის საწინააღმდეგო ბევრი საშუალება, მაგალითად, დეპიდერმის მალამო, უნიტონ 4 (დღს და ღამის), გალენიკის ფირმის ლაქის საწინააღმდეგო საშუალება, ოზონის ფირმის ლაქის საწინააღმდეგო საშუალება და სხვა, ასევე, რასაკვირველია ყველასათვის ცნობილი სკინორენის მალამო.