არ ვიცი საიდან დავიწყო ჩემი შეკითხვა. ვარ 33 წლის... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

07-06-2010

- არ ვიცი საიდან დავიწყო ჩემი შეკითხვა. ვარ 33 წლის. გათხოვილი ვარ 1 წელი და 4 თვეა. ქორწინებიდან 2 თვეში დავრჩი ორსულად. მაგრამ 6 კვირაზე შეწყდა და დამჭირდა აბორტი. შემდგომმა გამოკვლევებმა რაიმე დარღვევა ვერ გამოავლინა და ექიმმა მკურნალობა არ დამინიშნა. დაელოდე, 3 თვე თავი დაიცავი და შემდეგ დაორსულდებიო. ლოდინმა შედეგი არ გამოიღო და სხვა ექიმს მივმართე. გამოვიკვლიეთ ჰორმონები, საშოს ნაცხი, ექოსკოპია. აღმოჩნდა, რომ ჰორმონებიდან, ერთის გარდა, ყველა ნორმაშია. ესტრადიოლია დაბალი. ნაცხში აღმოჩნდა ლეიკოციტები მომატებული და სოკო. ექოსკოპიაზე კი მითხრეს, რომ საშვილოსნო გაყოფილია არასრული ძგიდით ზედა მესამედში და არის ენდომეტრიტის ნიშნები. ასევე გავიკეთე ფოლიკულის მონიტორინგი და ფოლიკული იყო კარგი ზომის, ენდომეტრიუმი ნორმა. გასკდა თუ არა ეს ვერ დავაფიქსირეთ, თუმცა ალბათ გასკდაო მითხრეს (ფოლიკლულის ნახვის მერე სამი დღე ვერ მივედი დასვენების დღეების გამო). ციკლი ნორმალური მაქვს საერთოდ. ექიმმა დამინიშნა: სუმამედი, ნაქსოჯინი, მიკოსისტი, ოქტენი სეპტი (შესასხურებელი) მე და ჩემს მეუღლეს. ამის გარდა მე დამინიშნა გინოფორტი, პოლიოქსიდონი, ბრომკრიპტინი, დუფასტონი ციკლის მე-14 დღიდან, ბრომკრიპტინი, ლამინარია და ფოლიუმის მჟავა. მე და ჩემს მეუღლეს რაც გვქონდა დანიშნული დავამთავრეთ, მე ვაგრძელებ ჩემს დანიშნულებას. მაგრამ ახლა ერთი პრობლემა გამიჩნდა, დღეს დავურეკე ჩემს ექიმს, უნდა მეთქვა ფოლიკულზე რა მითხრეს და თურმე დღეს უმშობიარია. არ ვიცი როგორ მოვიქცე, როდის შეძლებს პაციენტების მიღებას. გთხოვთ, მირჩიოთ რამე, სხვა ექიმთან მივიდე და მოვუყვე ეს ყველაფერი თუ გავაგრძელო დანიშნულება? თან რაიონში ვცხოვრობ და თბილისში დავდიოდი ექიმთან. პ.ს. დავამატებ ერთ რამეს, რომ გათხოვების მერე საგრძნობლად მოვიმატე წონაში, 164 ვარ სიმაღლეში, ვიყავი 62-63 კგ, ახლა კი 71-72 კგ ვარ. ვცდილობ დაკლებას. 6-ის მერე არ ვჭამ და ვცდილობ ერთ ჭამაზე ბევრი საკვები არ მივიღო. ცოტას ვვარჯიშობ და ვცდილობ ფეხით ვიარო. ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი.

პასუხი
პასუხობს ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი: ნანა ჯანელიძე

- თუკი ჰორმონების სტატუსი თქვენი არის ნორმა, გარდა ესტრადიოლისა, რისთვისაც ღებულობთ ბრომკრიპტინს. აუცილებელია ფოლიკულზე დაკვირვება ჩატარდეს და დაიგეგმოს ორსულობა. თუ ეს პროცესი დროში გაიჭიმა (ანუ 1 წელზე მეტი პერიოდი), მაშინ მიმართეთ ექიმ-რეპროდუქტოლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად