რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 23 წლის, 3 წელია გათხოვილი ვარ და არც ერთხელ არ ვყოფილვარ ორსულად. დავდივარ ექიმთან, ვმკურნალობ ქლამიდიაზე, შემდეგ გამოვიკვლიე მილები და მაქვს გაუმტარი. ექიმი მირჩევს, რომ გავიკეთო ოპერაცია (მგონი ფერტილოსკოპია ქვია). ცოტა არ იყოს, მეშინია, ვიცი თქვენ იმის უფლება არ გაქვთ რომ მითხრათ ექიმის სახელი, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ იქნებ მომწეროთ, სად შეიძლება გავიკეთო. გავიგე, რომ კეთდება მიკრო ინსტალაციები, 10 პროცედურაა და წამალი შეჰყავთ, რომ გაიხსნას მილები, რას მეტყვით ამასთან დაკავშირებით, არის თუ არა საიმედო? დიდ მადლობას გიხდით წინასწარ.
პასუხი
პასუხობს ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი: ნანა ჯანელიძე
- მიკროინსტილაციის გაკეთება არაეფექტურია, ანუ თუკი საშილოსნოს მილები ნამდვილად გაუმტარია, ეს პროცედურები ვერ დაგეხმარებათ. უნდა მიმართოთ ექიმ-რეპროდუქტოლოგს და გაკეთდეს ინვიტრო განაყოფიერება.