რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- არ 24 წლის, გასათხოვარი. 4 წლის წინ გავიკეთე ექოსკოპია საშვილოსნოზე და დამიდგინეს ზომიერი პოლიცისტური სინდრომი. არ მიმკურნალია. ახლახან ვიყავი ექოსკოპიაზე, ანუ 4 წლის მერე და მითხრეს, რომ ყველაფერი რიგზეა, ცისტებიც არ უნახავთ - მე მიკროცისტებს ვერ ვხედავო. მაგრამ ერთი რამეა კიდევ, მენსტრუაცია არ მაქვს ერთსადაიმავე დროს, მაქვს ხან 28, მერე 31 32 29, მაგრამ არც ძალიან მტკივნეული, მარტო პირველ დღეს მტკივა, მერე არა და დაახლოებით 7 დღეში მთლიანად რჩება. ბოლოს მქონდა 32 დღიანი. ჩემი შეკითხვა შემდეგშია, შეიძლება, რომ თავისით გაწოვილიყო ეს მიკროცისტები? და კიდევ - ეს რამდენიმე დღეა, მაქვს უმნიშვნელო ტკივილი მარჯვენა ბარძაყზე და დისკომფორტი მარჯვენა საკვერცხესთან, თითქოსდა მენსთრუაციას ველოდებოდე. რას დაუკავშირებდით? ან შეიძლება, რომ ანოვულაციისას მენსტრუაცია შემდეგ თვეს ისევ იყოს? და ოვულაცია ზუსტად მენსტრუაციებს შორის, შუაში უნდა იყოს? დიდი მადლობა წინასწარ. ღმერთმა დაგლოცოთ!
პასუხი
პასუხობს ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი: ნანა ჯანელიძე
- თქვენი უკანასკნელი მონაცემით არ აქვს ადგილი მენსტრუაციის და ოვულაციის დარღვევას. ტკივილი არ უკავშირდება საკვერცხეებს. პოლიცისტური საკვერცხე თუკი დადასტურდება და დაიწყებს ფილიკული მომწიფებას ე.ი მდგომარეობა საიმედოა იმ თვალსაზრისით, რომ დადგეს ორსულობა.