ვარ 18 წლის გოგონა. უკვე 2 წლია მყავს შეყვარებუ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

06-06-2010

- ვარ 18 წლის გოგონა. უკვე 2 წლია მყავს შეყვარებული. ჯერჯერობით დაქორწინებას არ ვაპირებთ, რადგან მზად არ ვართ ოჯახის ტვირთი მოვიკიდოთ. (ის 19 წლის არის) ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მოკლედ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მაინტერსებს, რატომ არ შეიძლება გვქონდეს სექსი? რატომ ითვლება ქორწინებამდე სექსი უხამს საქციელად? თუნდაც რა რელიგიური მოტივით? მომიტევეთ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ორგანიზმი აშკარად მთხოვს სექსს. ნამდვილად არ მინდა აღვირახსნილი ადამიანის სახელი მქონდეს, მაგრამ ნუთუ საყვარელ ადამიანთან სქესობრივი კავშირი აღვირახსნილი საქციელია? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.

პასუხი


- თქვენ დამოუკიდებელი პიროვნება ბრძანდებით და გაქვთ არჩევანის გაკეთების უფლება. ვერავინ დაგაძალებთ და ვერც აგიკრძალავთ სექსს. ამ შეკითხვით ჩვენ არ უნდა მოგვმართოთ, ჩვენ სექსზე ნებართვის გამცემი ორგანიზაცია არ ვართ. ქორწინებამდე სექსი მართლმადიდებლური რელიგიით (და სხვა რელიგიების მიხედვითაც) სიძვის ცოდვაა - თქვენ (და ყველა ადამიანს) კი გაქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება, დაიცვათ უფლის მიერ დაწერილი კანონები თუ - არა. 
ზოგადად ადამიანს ორგანიზმი ბევრ რამეს სთხოვს (მათ შორის ისეთ რამესაც, რომელიც მას ღირსებას დაუკარგავდა და ცხოველს დაამსგავსებდა). აბა წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც ვერ იოკებს ჭამის სურვილს და, უკაცრავად, მაგრამ ღორივით შეექცევა დიდი რაოდენობით საკვებს, მერე წამოგორდება და ოხვრა-ხვნეშას მოყვება, ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრობს ცხოვრების ბოლომდე და ვერც კი წარმოუდგენია, რატომ არ უნდა მოიქცეს ისე, როგორც იქცევა – მას ხომ ორგანიზმი სთხოვს და რა ქნას? მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა უარი თქვას ასეთ სიამოვნებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ნაყროვანება ცოდვაა. ასევე ბევრ ადამიანს, რომელთაც “თავისუფალი” სქესობრივი ურთიერთობები აქვთ, ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა თქვას უარი სხეულის სიამოვნებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მრუშობა ცოდვაა. რადგან კითხვა დასვით. გეტყვით, რომ ცოდვაა ყველა ის ქმედება, რომელიც ავნებს ადმიანის სულს (იმის მიუხედავად, რომ ის თქვენს სხეულს სიამოვნებს), მაგრამ როგორ შეიძლება ეს აუხსნა ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ მას მხოლოდ სხეული აქვს და არ სჯერა სულის არსებობის, უფრო მეტიც, არ სჯერა, რომ უფალი არსებობს. ასეთი ადამიანის სული დაცლილია მადლისგან და იგი მხოლოდ ინსტიქტებით (უღმერთოდ) ცხოვრობს. თუ თქვენი არჩევანი ასეთი “თავისუფალი” (სინამდვილეში კი უღმერთო) ცხოვრებაა, ვერავინ დაგიშლით – ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს, არ გითხრათ, რომ უღმერთობა დამიანის სულის დაღუპვის, სულიერი თვითმკვლელობის, მარადიული განსაცდელის მიზეზი შეიძლება გახდეს.  







კომენტარები
14 ივლისი 2016 16:28
რაც ექიმმა დაწერა ძალიან საინტერესო მოსაზრებაა მაგრამ რომელიმე ფაქტი ან მტკიცებულება თუ ამყარებს მაგ ვარაუდს? ვისაც ბევრი სექსი აქვს სიეთი როგორიც მოუნდება მაგ ხალხს რომ დავაკვირდეთ რა უნდა დავინახოთ სტატისტიკის დონეზე თავშეკავებული მორწმუნეები რას აკეთებენ უკეთ? ვინმე უკეთესი ხელოვანია უკეთესი მეცნიერია უფრო კარგი პიროვნებაა თუ? რეალურად კი სტატისტიკას რომ შეხედოთ (საშუალო სტატისტიკურად) ხალხის ჯგუფი რაც უფრო გაუნათლებელია რაც უფრო ღარიბია და შესაბამისად რაც უფრო მაღალი კრიმინალის დონეა იქ გაცილებით უფრო მეტი მორწმუნეა ხოლო განათლებული მდიდარე და კანონმორჩილი ხალხი უფრო ათეიზმისკენ იხრება... რათქმაუნდა ეს არის საშუალო სტატისტიკა და არ შეესაბამება ყველა ადამიანს https://en.wikipedia.org/wiki/Importance_of_religion_by_country
04 მარტი 2016 03:57
უკაცრავად მაგრამ ამას ექიმი წერს?? სირცხვილია. მეცოდებით ხალხო ყველა ასპექტით. პ.ს არ ვარ ათეისტი, მწამს ღმერთის და ასშ მაგრამ ვაზროვნებ საღად და ვამბობ რომ უბრალოდ ამაზრზენია ექიმი ასე ცდებოდეს თავის კომპეტენციას !
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად