დედაჩემს აქვს ნაღვლის ბუშტის პრობლემები, იძულებულ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
06-06-2010

- დედაჩემს აქვს ნაღვლის ბუშტის პრობლემები, იძულებულია ძალიან ხშირ-ხშირად მიიღოს თუნდაც მცირე საკვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად ხდება, ამ დროს დაერთვება გულის აჩქარება, 84 წლის არის, ექიმთან არ მიმყვება იმის შიშით, რომ უფრო ცუდად გახდება. უხდება ყრუ ამორეცხვები ნაბეღლავის გამოყენებით. აქვს შეკრულობა, გულის რევის შეგრძნება, მადის საშინელი დაქვეითება, ვფიქრობთ საქმე გვაქვს ნაღვლის წვენის გამოყოფის სიჭარბესთან. ეს ავადმყოფობა მას აწუხებს დაახლოებით 40 წელია, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე უწყობდა ხელს, ახლა კი ასაკში ალბათ საერთო სისუსტემაც დაუმძიმა მდგომარეობა. წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
- სამწუხაროდ თქვენ გამოგრჩათ შეკითხვის ჩამოყალიბება. დღეს ნაღვლის ბუშტის დაავადებები აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორიც 30-20 წლის წინათ, რადგანაც დადგენილია, რომ ჩივილებს, რომელთაც პაციენტები ნაღვლის ბუშტს მიაწერდნენ, გამოწვეულია კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის ან სხვა პათოლოგიებით. ამ საკითხთან დაკავშირებით წაიკითხეთ მარიკა დვალის ინტერვიუ “თანამედროვე შეხედულება ქოლეცისტიტის შესახებ” გასტოენტეროლოგთან - მედიცინის დოქტორ თენგიზ თელიასთან. აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, უნდა ჩატარდეს მუცლის ღრუს ექოსკოპია და სისხლის საერთო ანალიზი, უნდა შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა. დააზუსტეთ ხომ არა აქვს დედათქვენს შაქრიანი დიაბეტი. ჯერჯერობით კი გირჩევთ პაციენტმა დროულად, დღეში 4-ჯერ მიიღოს საკევბი, რადგანაც პაციენტი გრძნობს, რომ ყრუ გამორეცხვებს აქვს ეფექტი, შეგიძლიათ გააგრძელოთ ეს პროცედურა, თუმცა თანამედროვე მედიცინა არ აღიარებს მის დიდ ეფექტს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად