რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ჩემს მიერ დასმულ კითხვას რატომ არ პასუხობთ, მგონი უხამსი არაფერი ყოფილა იქ ... და აქ რომ მადლობებს გიხდიან ესეთი უპასუხისმგებლობა რას ჰგავს...
პასუხი
- დასმულ კითხვაზე პასუხს მიიღებთ 10 დღის განმავლობაში. რაც შეეხება თქვენს ტონს, თქვენ ალბათ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამხელა შრომას ეწვიან საიტზე მომუშავე ექიმები იმისათვის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ მდგომარეობა - ჩვენთვის არ არსებობს დღე და ღამე. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს ყოველდღიურად ასამდე კითხვის დამუშავება, ასამდე ადამიანის ტკივილის გათავისება და გულთან მიტანა? ჩვენ ფაქტობრივად საკუთარი ცხოვრება აღარ გვაქვს და თქვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ. მაგრამ ამას სიამოვნებით ვაკეთებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ადამიანებს რაღაცით მაინც ვეხმარებით. ნუ იქნებით ასეთი აგრესიული მათ მიმართ, ვისაც თქვენთვის ცუდი ნამდვილად არ უნდა. თუ კითხვაზე პასუხმა დაიგვიანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი კითხვაა შემოსული (მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს), მაგრამ თუ 10 დღეზე მეტი ხნით დაიგვიანა, ესე იგი თქვენ ვერ იპოვნეთ პასუხი საიტზე, ან კითხვა ვერ გამოგზავნეთ და გირჩევთ ხელმეორედ სცადოთ.