რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- იცით რა მაინტერესებს? სახისთვის მწვანე ბარდის ნიღაბი კარგია? და სად შეიძლება მწვანე ბარდა ვიშოვო? აფთიაქებში იყიდება თუ.....
პასუხი
- მოგაწვდით მწვანე ბარდის ნიღბების რამდენიმე რეცეპტს: >სახის გასაწმენდად: 2 სუფრის კოვზი გამხმარი მწვანე ბარდა; 2 სუფრის კოვზი ფქვილი; 2 სუფრის კოვზი რძის შრატი. მომზადების წესი: ბარდა თასში ჩავყაროთ და დავფქვათ, დავუმატოთ ფქვილი, რძის შრატი და კარგად ავურიოთ. თხლად წავისვათ გაწმენდილ სახეზე. 15–20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ ბალახების ნახარშით ტამპონის საშუალებით. სახეზე შევისხათ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყალი. ამ გამწმენდის გამოყენებაში შეიძლება კვირაში 3–ჯერ. მისი შენახვა მაცივარში მხოლოდ 10 საათის განმავლობაში შეიძლება.
>ცხიმიანი კანისა და გაფართოებული ფორებისთვის: მწვანე ბარდა დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 2 კოვზი მაწონი. წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. > თუ გინდათ თქვენი კანი ელასტიკური და გლუვი გახდეს, რამდენიმე მოხარშულ ბარდას შეურიეთ 2 ჩ. კ. ნაღები ან არაჟანი, 20 წუთით გააჩერეთ სახეზე. ბარდა მარკეტებში და ბაზარში უნდა შეძინოთ.