რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 17 წლის ქალიშვილიი, ქვევითა ნაწილში მექავება საშინლად და რისი ბრალიაა?
პასუხი
- გენიტალიების ქავილი დამახასიათებელია სოკოვანი ინფექციისთვის და სისხლში შაქრის დონის მომატებისთვის. სოკოვანი ინფექციის მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს. თვითმკურნალობის დროს არასწორად შერჩეულმა პრეპარატებმა შესაძლოა დროებით გააუმჯობესოს მდგომარეობა, მაგრამ დაავადება არ განკურნოს. მკურნალობის მეთოდის არჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაზიანების ფართობი და ფორმა, სოკოს გავრცელების ხარისხი, თანმხლები დაავადებების არსებობა, ავადმყოფის ასაკი. სოკოს საწინააღმდეგო გარეგანი პრეპარატები ეფექტურია დაავადების საწყის სტადიებში, შემდეგ მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად - სოკოზე უნდა ვიმოქმედოთ შიგნიდანაც. რაც შეეხება სისხლში გლუკოზის შემცველობის მატებას, ამის გამოსარიცხად უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი შაქრის შემცველობამდე უზმოდაც და ჭამის შემდეგაც.