რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 22 წლის, 2 წელი ხდება 5 ივლისს, რაც გათხოვილი ვარ და არ ვორსულდები, გავიკეთე ეხო, ფოლიკულები კარგად მწიფდება, ეხოს მონიტორინგებზეც დავდიოდი და ფოლიკული კარგად მწიფდება. ეხო ვინც გამიკეთა იმან მითხრა, რომ ზოგი ეგრევე არ ორსულდებაო და დაიცადეო მაქსიმუმ ორი წელიო. უკვე 2 წელი ხდება ესე იგი რაღაც პრობლემა მაქვს. მირჩიეთ რა გამოკვლევები გავიკეთო. სრულად რა ანალიზები. დიდი მადლობა წინასწარ
პასუხი
- თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული და დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად არ დგება ორსულობა, მაშინ საუბარია უშვილობაზე და ქალმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი- ანდროლოგს. ასე რომ, გირჩევთ მიმართოთ რეპროდუქტოლოგს. ექოსკოპიურ კველევას დიდ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა გამოკვლევების მონაცემებიც (მაგალითად, ფერტილოსკოპია, სისხლის ანალიზი ჰორმონები შემცველობაზე და სხვა). თქვენთვის აუცილებელი გამოკვლევების შერჩევას მოახდენს რეპროდუქტოლოგი მასთან ვიზიტის შემდეგ. თქვენმა მეუღლემ კი უნდა მიმართოს ანდრლოგს და ჩაირატოს სპერმის კვლევა.