- ჩემს მეგობარს აქვს დიაბეტი და უნდა შვილის ყოლ... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

03-06-2010

- ჩემს მეგობარს აქვს დიაბეტი და უნდა შვილის ყოლა, შეიძლება თუ არა, რომ ბავშვსაც დიაბეტი მემკვიდრეობით გადაეცეს? თან ჩემს მეგობარს დიაბეტი თანდაყოლილი არ აქვს ან მისი ეს ავადმყოფობა ნაყოფზე იმოქმედებს?

პასუხი

- შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკი დიაბეტიანი პაციენტების შვილებში მომატებულია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევებში მემკვიდრეობითი გადაცემა განსხვავებულია.
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს დიაბეტის განვითარების რისკი არ არის დამოკიდებული ბავშვის სქესზე, მაგრამ დამოკიდებულია დიაბეტიანი მშობლის სქესზე. კერძოდ, ბავშვის დაავადების ალბათობა ტიპი 1 დიაბეტის მქონე დედის პირობებში უდრის 2-3%-ს, მამის პირობებში 5-6%-ს, ორივე მშობლის დაავადების დროს 15%-ს. ბავშვის დაავადების რისკი უფრო მაღალია, თუკი ძუძუთი კვების ნაცვლად იგი იღებს ძროხის რძეზე დამზადებულ საკვებ ნარევებს, ამიტომაც უმჯობესია, იგი იკვებებოდეს დედის ან დონორის რძით. უფრო მაღალ ასაკში პროფილაქტიკა მდგომარეობს “საბავშვო ინფექციების” (წითელა, ჩუტყვავილა, წითურა, ინფექციური პაროტიტი) თავიდან აცილებაში, ვინაიდან ისინი ხშირად ბიძგს აძლევენ დიაბეტის განვითარებას. ასე, რომ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს მემკვიდრეობით გადაეცემა არა თვით შაქრიანი დიაბეტი, არამედ გარკვეული წინასწარგანწყობა დიაბეტის მიმართ, ანუ ასეთი განწყობის არსებობის მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტი ყოველთვის როდი გამოვლინდება.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს მემკვიდრეობით დაავადების გადაცემის ალბათობა ძალზედ მაღალია (60-80%), მაგრამ ტიპი 2 დიაბეტის გამოვლინება, როგორც წესი, ხდება 40 წლის შემდეგ. დაავადების თავიდან აცილებას ასეთი მემკვიდრეობის შემთხვევაში ხელს უწყობს ნორმალური წონის შენარჩუნება და საკმარისი ფიზიკური აქტივობა. ასე, რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არ გამოვლინდება, თუკი მოახერხებთ ნორმალური წონის შენარჩუნებას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
წითელი ხორცის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ნაწლავის კიბოს განვითარებას.
სისხლიანი ხველა და ფილტვიდან სისხლდენა არცთუ იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ დახმარებას ითხოვს.
ძალიან ხშირად ქალებისგან ფსიქოლოგებს ესმით ჩივილი: „ორი წელია, გათხოვილი ვარ. შვილიც მყავს. ჩემი ქმარი მუშაობს და შინ ძალზე დაღლილი ბრუნდება.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად