- ძალიან ცუდად ვარ და გაურკვევლობაში. მჭირდება ... | ნარკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნარკოლოგია

კატეგორია - ნარკოლოგია

03-06-2010

- ძალიან ცუდად ვარ და გაურკვევლობაში. მჭირდება თქვენი დახმარება. ჩემი საყვარელი ადამიანი ადრე იყო წამალზე დამოკიდებული, მაგრამ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და თავი დაანება, მაგრამ მე სულ ეჭვებში ვარ და მგონია, რომ სულ მატყუებს. ნერვები წესრიგში არა აქვს, ხშირად არის გაღიზიანებული, აწუხებს უძილობა. ამ რამოდენიმე დღის წინ მის ოთახში ვიპოვე "კოაქსილის" ტაბლეტები. მიმტკიცებს, რომ დასაწყნარებლად სვავს და ღამე ისე იძინებს. მე დამემართა ამაზე საშინელი ისტერიკა, ადრე გამიგია, რომ ეს წამალი ხრწნის ორგანიზმს. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რამე. იმდენად შოკში ჩამაგდო ამ ფაქტმა, რომ ყველაფერი დავამთავრე მასთან. გთხოვთ მითხრათ ამ წამლის ზემოქმედებას რა სიმპტომები აქვს? დიდი მადლობა.

პასუხი
- კოაქსილი ფსიქოტროპული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. თუ ეს პრეპარატი ნევროლოგმა დანიშნა და რასაკვირველია, დოზაც მანვე შეარჩია, მაშინ გვერდითი ეფექტების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. კოაქსილის ინსტრუქციაში მითითებულია, რომ იშვიათია გვერდითი ეფექტები, თუმცა შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ასთენია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, ძილიანობა, ტაქიკარდია, სუნთქვის მოშლა, კუნთებისა და ზურგის ტკივილი.
მაგრამ კოაქსილს ნარკომანები ბოროტად მოიხმარენ, ისინი ტაბლეტებს ფშვნიან და განზავებული სახით ვენაში იკეთებენ. ხსნარად გადაკეთებულ კოაქსილს ვენაში მოხვედრისთანავე ემართება ისეთივე რამ, რაც ძველ რძეს ადუღებისას, ანუ იჭრება. ხდება ვენის დაცობა, სისხლის შეგუბება, და ამ მიდამოში მიკრობების დიდი რაოდენობით თავმოყრა (იმ მიკრობების, რომელიც ინექციის დროს შეიჭრა სისხლში, რადგან კუსტარულად იქნა საინექციო ხსნარი დამზადებული და ვენაში ინექციაც ჰიგიენის წესების დაუცველად განხორციელდა). შემდეგ ეს ინფექცია მთელ ორგანიზმს ედება, სისხლი იწამლება, ვითარდება კიდურების განგრენა, სიბრმავე და შინაგანი ორგანოების დაზიანება.
თუ თქვენს ახლობელს ნევროლოგმა დაუნიშნა ეს წამალი და მას სვამს (არ იკეთებს), მაშინ სანერვიულო არაფერია, მაგრამ თუ ნარკომანების მსგავსად კოაქსილს ვენაში იკეთებს, მაშინ დროთა განმავლობაში გართულება გარდაუვალია. გირჩევთ, თქვენი მეგობარს აჩვენოთ ამ საიტზე http://www.youtube.com/watch?v=b9RHMeXhOis&feature=player_embedded#!  არსებული ვიდეომასალა. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად