რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა. ვარ 21 წლის. 3 დღის წინ კისრის მიდამოში, მარცხენა მხარეს, შევამჩნიე პატარა კანქვეშა წამონაზარდი. ისინჯება ხელით. მაქვს კისრის ტკივილი. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დიდი ხანი მიხდება კომპიუტერთან მუშაობა. გთხოვთ მირჩიოთ, რა მიმართულების ექიმს მივმართო და იქნებ ისიც მითხრათ, რა დაავადებისთვის არის დამახასიათებელი მსგავსი ნუშნები?
პასუხი
- კისრის ტკივილი მართლაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კომპიუტერთან მუშაობის გამო დაძაბვასთან, თუმცა როგორც ჩანს ამ მომენტში თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია წარმონაქმნის არსებობა. თავდაპირველად მიმართეთ თერაპევტს, რათა დადგინდეს რა არის წარმონაქმნი – ხორცმეტი, ლიპომა, პაპილომა თუ გადიდებული ლიმფური კვანძი. შემდგომ ტაქტიკას განსაზღვრავს წარმონაქმნის ხასიათი.