რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- წელის არეში მაქვს ტკივილები უკვე რამოდენიმე თვეა. ანალიზი გავიკეთე და ლიმფოციტები მაქვს 42, ნორმაზე 5-ით მეტი. ასევე გავიკეთე თირკმლის ექოსკოპია, მაგრამ ყველაფერი წესრიგში მაქვს. შეიძლება თუ არა ეს ხერხემლის პრობლემით იყოს გამოწვეული და რომელ ექიმს უნდა მივმართო?
პასუხი
- უხშირესად წელის არეში ტკივილი მართლაც ხერხემლის პათოლოგიასთან არის დაკავშირებული, მიმართეთ საკონსულტაციოდ რევმატოლოგს ან ნევროლოგს. რაც შეეხება ლიმფოციტებს, 42 არის ლიმფოციტების შეფარდებითი, პროცენტული რაოდენობა. უნდა ვიცოდეთ ლეიკოციტების აბსოლუტური რიცხვი, რათა გამოვიანგარიშოთ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვი და შევაფასოთ მისი შემცველობა.