რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მაინტერესებს, რამდენად ალერგიულია ქაცვი. სახლში მაქვს ჩემი გაკეთებული, გახეხილი და შაქარში შენახული ქაცვი და ყოველდღე კომპოტის სახით ვაძლევ 3 წლის ბავშვს (ერთ ბოთლს სვამს დღეში) ან გერკულესში რომ ავურიო 1 კოვზი და ისე მივცე. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ, კიდევ როგორ შემიძლია მივაღებინო და რა სარგებლობაა ქაცვში, 2 სიტყვით მითხარით?
პასუხი
- ქაცვი მდიდარია E და C ვიტამინებით, მედიცინაში გამოიყენება მისი ექსტრაქტი და ზეთი. 3 წლის ბავშვი კომპოტის სახით უნდა სვამდეს მხოლოდ 150 - 200 მილილიტრამდე სითხეს და არა მეტს. ზოგადად, ბავშვისათვის გაცილებით სასარგებლოა ხილის ახალი ნატურალური წვენი. რაც შეეხება ალერგიას, თუ ბავშვი ქაცვს უკვე იღებს და დისკომფორტი არა აქვს, ესე იგი მას არა აქვს ალერგია ქაცვის მიმართ.