რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 23 წლის გოგო. 19 წლის ასაკში მარჯვენა ფეხის ძლიერი ტკივილი დამეწყო და გამისივდა, მერე ტკივილმა გამიარა, შეშუპება კი დამრჩა. დამისვეს ლიმფედემის დიაგნოზი, დადგინდა ისიც, რომ მაქვს განივი ბრტყელი ტერფი და დამინიშნეს სუპინატორი, რომელიც არ გამომიყენებია. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ბრტყელტერფიანობამ გამოიწვიოს ლიმფედემა და არსებობს თუ არა რაიმე ეფექტური მეთოდი საქართველოში ან საზღვარგარეთ ამ დაავადების სამკურნალოდ ან რა აზრის ხართ წურბელებით მკურნალობაზე. ძალიან ვნერვიულობ. წინასწარ უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის.
პასუხი
- წურბელებით მკურნალობას მრავალი მიმდევარი ყავს, თუმცა თანამედროვე სამედიცინო მეცნიერება მას არ ცნობს. რაც შეეხება ლიმფედემას, ძალიან ძნელია რაიმეს თქმა სიმპტომების უშუალო შემოწმების გარეშე. მკურნალობის ტაქტიკის შემუშავების მიზნით უნდა მიმართოთ ანგიოლოგს. გირჩევთ გამოიყენოთ სუპინატორი.