ვარ 30 წლის. გათხოვილი არ ვარ. მაქვს ფარისებრ ჯირ... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

02-06-2010

- ვარ 30 წლის. გათხოვილი არ ვარ. მაქვს ფარისებრ ჯირკვალზე კვანძი. თბილისის #4 კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინულ დარღვევათა განყოფილებაში გავიკეთე პუნქცია, რომელმაც დაადგინა რომ კვანძი არის კოლოიდური, არამაპროლიფერაციული. პირველი ექოსკოპია გავიკეთე 17.10.2008წ. კვანძის ზომები სურათზე იყო D1=12.0მმ D2=7.6მმ. მეორე ექოსკოპია გავიკეთე 18.07.2009. ზომები იყო D1=10.5მმ. D2=9.0მმ. თირეოტროპული ჰორმონი არის 1.11. ზემოთხსენებული კლინიკის ენდოკრინოლოგმა დამინიშნა ეუთიროქსი ერთი თვე, ვარაუდობდა რომ ეს წამალი კვანძის გაწოვაში დამეხმარებოდა, მაგრამ კვანძი არ გაქრა. ზოგმა ექიმმა ოპერაცია მირჩია, ზოგმა მითხრა, კვანძი მცირეა, ჯირკვლის ფუნქცია კარგია და ასეთი მცირე ზომის კვანძზე ოპერაცია არ არისო მიზანშეწონილი. თავს ცუდად არ ვგრძნობ. ის სიმპტომები, რაც შეიძლება ჩიყვიან ადამინს ახასიათებდეს, მე არ მაქვს. ვაპირებ ოჯახის შექმნას. დაორსულებაში ფარისებრი ჯირკვლის ასეთი მდგომარეობა ხელს შემიშლის? თუ ოპერაცია აუცილებლად უნდა გავიკეთო? გთხოვთ, მირჩიოთ რამე.

პასუხი
პასუხობს ავერსის კლინიკის ენდოკრინოლოგი ნინო ესაკია:

- ამ ეტაპზე, როცა TSH ნორმალურია, არ არის მიზანშეწონილი მედიკამენტური მკურნალობა, ეუთიროქსი ნაჩვენებია მხოლოდ TSH მომატებისას. ვინაიდან კვანძი არ არის სიმსივნური წარმოშობის, ამ ზომის კვანძი ოპერაციულ მკურნალობას არ მოითხოვს. პირველი ორი წლის განმავლობაში რეკომენდებულია დინამიური მეთვალყურეობა – 3 თვეში ერთჯერ სისხლში TSH განსაზღვრა, 6 თვეში ერთჯერ კი ექოსკოპია და ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია. ასეთი კვანძი არ არის დაბრკოლება ოჯახის შექმნისათვის, თუმცა ორსულობის შემთხვევაში პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვე) რეკომენდებულია TSH კონტროლი 4 კვირაში ერთხელ, ხოლო II – III ტრიმესტრში 6-8 კვირაში ერთხელ. ნორმასთან შედარებით TSH ცვლილებისას აუცილებელია ვიზიტი ენდოკრინოლოგთან.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად