რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დროდადრო მაწუხებდა თავის ტკივილები, თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება, ექიმის დანიშნულებით ჩავიტარე მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. დიაგნოზში წერია, რომ ვლინდება თანდაყოლილი ანომალია ტვინის დიდი ცისტერნის დილატაცია. სხვა დარღვევა არ გამოვლინდა. მაინტერესებს, ცოტა ვრცლად ამიხსნათ, თუ რას ნიშნავს აღნიშნული ანომალია. შეიძლება თუ არა მასთან იყოს დაკავშირებული თავის ტკივილები, განსაკუთრებით, დილაობით, როდესაც ვიღვიძებ. ადგომის შემდგომ ნელ-ნელა ტკივილი მცირდება ან ქრება თავისით. ზოგჯერ მთელი დღე მიმყვება. და კიდევ მაინტერესებს, აღნიშნული დარღვევა რამენაირად თუ შეიძლება იწვევდეს სქესობრივი პოტენციის დარღვევას ან ლიბიდოს დაქვეითებას დროდადრო. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას, ბოდიში, რომ გაწუხებთ.
პასუხი
პასუხობს ავერსის კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნიკოლოზ საინიშვილი:
– გამოვლენილი ანომალია არ არის სქესობრივი პოტენციის დარღვევის მიზეზი. ის უხშირესად არ იწვევს არანაირ სიმპტომატიკას. რა თქმა უნდა იგულისხმება შემთხვევები, როცა აღნიშნულ თანდაყოლილ ანომალიას არ ახლავს თან სხვა ცვლილებებიც. რაც შეეხება ვრცელ საუბარს ანომალიის არსის შესახებ, ის პაციენტათვის ნამდვილად არ იქნება ინფორმაციული.