რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ძალიან კარგ და კეთილ საქმეს აკეთებთ. გისურვებით წარმატებებს. ასეთი კითხვა მაქვს: გავიკეთე პროსტატის და სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლის შედეგიც ასეთია: "წინამდებარე ჯირკვალი ზომებით 26X41X31 მმ. მოცულობა 17-18 სმ3. კაფსულა ურღვევი, დეფორმაციის გარეშე. სტრუქტურა არაერთგვაროვანი. მარჯვენა ნაწილის პერიფერიულ და ტრანზიტორულ ზონაში ჩანაცვლებულია ექოგენური ფიბროზული ქსოვილი. ჩანაცვლების საერთო ზომაა 15 მმ. ცენტრალურ ზონაში ისახება 6 მმ ზომის ცისტა. სათესლე ბუშტუკები (ვეზიკულები) ზომით: მარჯვენა 9 მმ, მარცხენა 11 მმ. შარდის ბუშტი - ფორმა უცვლელი, ლორწოვანი რელიეფი სწორი, სადა. წინა კედელის სისქე 6 მმ. ნარჩენი შარდი არ ისახება. მარჯვენა სათესლე ჯირკვალი ზომით: 47X25X32, მოცულობა 20 სმ3. სტრუქტურა ერთგვაროვანი. ექოგენობა საშუალო. მარჯვენა დანამატის თავი ზომით: 12X5 მმ. სტრუქტურა არაერთგვაროვანი. ექოგენობა მომატებული. მასში ისახება ცისტა ზომით 3.5 მმ. მარცხენა სათესლე ჯირკვალი ზომით 45X22X31 მმ, მოცულობა 16 სმ3. სტრუქტურა ერთგვაროვანი. ექოგენობა მომატებული. მარცხენა დანამატის თავი ზომით: 12X9 მმ. სტრუქტურა ერთგვაროვანი. ექოგენობა საშუალო. ორივე მხარეს სათესლე პარკში ფიქსირდება თავისუფალი სითხე, რომელშიც ფლოტირებს ექოპოზიტიური წარმონაქმნები აკუსტიკური ჩრდილით. სათესლე ბაგირაკის დონეზე მტევნისებური წნულის ვენების დიამეტრები: მარჯვნივ ვიზუალურად უდიდესი -2.9 მმ. მარცხნივ - 3.8 მმ. ვალსალვას სინჯი მარჯვნივ სუსტად დადებითი, მარცხნივ ყველა ეტაპზე დაფიქსირდა უკუნაკადების არსებობა. შარდსადინარის ასოსეული ნაწილის სანათურში, ფუძისა და სხეულის საზღვაზე ისახება არამკვეთრკონტურებიანი, 2მმ ზომის ექოგენური წარმონაქმნი. სასქესო ასო - კავერნოზულ და სპონგიოზურ სხეულებში კეროვანი დაზიანება არ ვლინდება." თუ შეიძლება შეძლებისდაგვარად მითხარით გამოკვლევიდან გამომდინარე რა დიაგნოზი შეიძლება დაისვას და რამდენად შეცვლილია ჩემი მდგომარეობა ჯანმრთელი ადამიანის მდგომარეობასთან შედარებით. არის რამე საშიში?