რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 27 წლის მამაკაცი. ჩემს მეუღლეს 8 თვის წინ მოეშალა მუცელი. მის მერე არ დაფეხმძიმებულა. ახლა მეუბნებიან, სპერმის ანალიზი გაიკეთეო. მაინტერესებს, თუ ჩემი მიზეზი არის ის, რომ მეუღლე ვერ ფეხმძიმდება, პირველად როგორ დაორსულდა? და მაინტერესებს როგორ ხდება სპერმის ანალიზის ჩაბარება?
პასუხი
- არსებობს მეორადი უნაყოფობა, ანუ შეიძლება ქალს ან მამაკაცს ჰყავდეს შვილი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო შვილოსნობის უნარი დაეკარგოს. სპერმის ანალიზის აღების პროცესის შესახებ ინფორმაციას მოგცემთ ანდროლოგი ან ლაბორატორიის ექიმი ანალიზის გასაკეთებლად, რომ მიხვალთ (ეს აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია). სპერმის ანალიზის ჩაბარებამდე 5-7 დღე თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი ცხოვრებისგან. ამ დღეებში იკრძალება ალკოჰოლის მიღება, მძიმე ფიზიკური შრომა, გადახურება (საუნა, ცხელი აბაზანის მიღება).