რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დიდი მადლობა, რომ ყველა კითხვაზე გვპასუხობთ. ერთი კითხვა მაქვს, რა საშუალებით შეიძლება ვუშველო ტერფებზე თითების ქვეშ გამაგრებებს, მაზოლებს რომ ეძახიან. ძალიან მაწუხებს და მიშლის სიარულს. წინასწარ გმადლობთ.
პასუხი
- აფთიაქებში იყიდება ე.წ. "მაზოლის" (კოჟრი) საწინააღმდეგო "პლასტირები", ჯერ უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც ე.წ. "მაზოლი" გაქვთ და დაიკრათ პლასტირი. 2 დღის მერე მოიშორებთ მას და ამოიგდებთ "მაზოლს". შეიძლება რამდენიმე პროცედურის გაკეთება დაგჭირდეთ. ხალხური მედიცინიდან ანალოგიური ეფექტი აქვს ლიმონს: ლიმონს უნდა ააჭრათ კანი რბილობიანად, დაიდოთ კოჟრის ადგილას ისე, რომ რბილობი შიგნით მოხვდეს და შეიხვიოთ დილამდე. მეორე დღეს პროცედურა კვლავ გაიმეორეთ. დილით კი ფეხზე გაიკეთეთ ცხელი სოდიანი წყლის აბაზანა და კოჟირი ფრთხილად ამოიგდეთ მაკრატლით. გარდა ამისა, ეფექტურია: >შემწვარი ხახვის ფოთლის დადება კოჟრზე, არბილებს და ხელს უწყობს მის ამოგდებას _ ხახვის კანი ჩადეთ ძმარში, გააჩერეთ 1 დღე-ღამეს თბილ ადგილას. შემდეგ აიღეთ ხახვის ფოთოლი და დაიდეთ კოჟრზე. ფოთოლი უნდა გამოცვალოთ დღეში ორჯერ. >ნიორი მოხარშეთ რძეში და დაიდეთ კოჟრებზე ან შემწვარი ნიორი დასრისეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთში. ეს მასა დაიდეთ წინასწარ კოჟრზე (წინასწარ ფეხებზე სოდიანი წყლის აბაზანა უნდა გქონდეთ გაკეთებული). >ღამე კოჟრზე დაიდეთ ალოეს ფოთოლი და შეიხვიეთ. >ჭიქაში ჩაასხით ძმარი, შიგ ჩადეთ ახალი კვერცხი. 8 დღის შემდეგ კვერცხი მთლიანად გაიხსნება. მიღებული მალამო წაისვით მხოლოდ კოჟრზე და შეიხვიეთ. >ძალიან ეფექტურია კოჟრზე დინდგელის დადება. რამდენიმე დღეში იგი ამოვარდება. უნდა გითხრათ, რომ კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტში არსებობს პოდოლოგიური აპარატი, რომელიც უმტკივნეულოდ ხსნის მსგავს პრობლემებს, გარდა ამისა, იქვე არის უფრო ხელმისაწვდომი ძველი მეთოდიც: პაციენტს ადებენ ურეას მალამოს და ერთ კვირაში უმტკივნეულოდ ამოაჭრიან გარქოვანებულ უბანს.