რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მაქვს ბუშტუკოვანი ჰერპესი სასქესო ორგანოს ლორწოვან გარსში, როგორ ვიმკურნალო ან სად?
პასუხი
- მიმართეთ ვენეროლოგს, რომელიც დაადგენს ეს ნამდვილად ჰერპესული გამონაყარია თუ სხვა რამ და დაგინიშნავთ მკურნალობას. ჰერპესის მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვირუსის განადგურება ვერ ხერხდება - მიიღწევა არა სრული გამოჯანმრთელება, არამედ დაავადების ფარულ ფორმაში გადასვლა. ეფექტურია პერორალურად (შინაგანად) მისაღები ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა (მაგრამ აუცილებლად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ). ანტივირუსული პრეპარატების ადგილობრივ გამოყენებას აზრი არ აქვს - ვირუსი ნერვულ განგლიებში ბუდობს და კანზე წასმული ანტივირუსული საშუალება მას ვერაფერს დააკლებს. თუმცა აუცილებელია დაზიანებული არის სათანადო მოვლა მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად: ხშირი ბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით) დამუშავება. ექიმი ნიშნავს ისეთ საფენებს, რომლებიც წყლულებს აშრობს და მათ სწრაფ ეპითელიზაციას (შეხორცებას) უწყობს ხელს.
მაქვს ჰერპესი ტუჩზე მთელი ზამთარი.ვიმკურნალე ბევრ ექიმთან მაგრამ შედეგი არ მაქვს დავიტანჯე. გთხოვთ მირჩიეთ რა ვქნა როგორ ვიკვებო რო რამენაირად არ გავამწვიო ეს ვირუსი.