რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ცხოვრებაში ის დამემართა.... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

02-06-2010

- რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ცხოვრებაში ის დამემართა. ჩემი ძმის ყველა შეყვარებულთან ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. 2 თვის წინ ინტერნეტით გამაცნო გოგონა (მე საქართველოში არ ვიმყოფები), ვერაფრით ავაწყვე ურთიერთობა ამ ადამიანთან, ნამეტანი უწიგნურია. მაგრამ ყველაფერზე თვალი დავხუჭეთ და მოიყვანა. სულ ვეფერებოდი, ჩამოსული ვიყავი. ერთი, რაც ჩემს გაღიზიანებას იწვევდა, ეს იყო მოურიდებლობა - მე, დედა და მამა სტუმართან რომ ვისხედით, გიჟივით ახტებოდა და უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებდა ყველას. მე მარტო რომ დავრჩი, ვთხოვე, რომ ცოტა მორიდებაა საჭირო და არ მსიამოვნებს ასეთი რამე მეთქი. შემოვიდა თუ არა ჩემი ძმა, შეახტა პატარა ბავშვივით და დაუწყო კოცნა, თან მე გამომხედა... მამაოს ველაპარაკე და გარიდება მთხოვა. ამ წუთშიც არ ვარ საქართველოში, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვიტან ამ ადამიანს. ჩემს თავს ვსაყვედურობ, იქნებ ეგოიზმია ან მშურს ან რა ვიცი... მაგრამ მსგავსი არაფერი. მოკლეთ, გთხოვთ დამეხმაროთ.

პასუხი
- არ უნდა ჩაერიოთ თქვენი ძმის პირად ცხოვრებაში, ეს თქვენი საქმე არ არის. თუ არ მოგწონთ რძალი, ეს თქვენი პრობლემაა და არა მისი. მთავარია, ცოლ-ქმარს უყვარს ერთმანეთი. თქვენი მონათხრობის მიხედვით ამ გოგონას საქციელში ცუდს ვერაფერს ვხედავთ. ქმარი რომ უყვარს და მის მიმართ სითბოს გამოხატავს, ეს უნდა გახარებდეთ. თქვენ მამაო ახსენეთ ე.ი. მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით, თუ ასეა, უნდა შეეცადოთ იყოთ ადამიანის მოყვარული, მომთმენი და შემწყნარებელი. შეიძლება თქვენს რძალსაც არ მოსწონს თქვენ ქცევაში რაიმე (განა რომელიმე ადამიანი არის უნაკლო?). ის ხომ სხვა ოჯახში გაიზარდა, სხვა ტრადიციებზე, აცალეთ თქვენს წესებთან შეგუება. თავი ხელში აიყვანეთ, ნუ განაწყობთ მშობლებს რძლის წინააღმდეგ და ნუ დაძაბავთ ურთიერთობას. თუ რძალი არ მოგწონთ და თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვა, ვერ იტანთ, თქვენი ძმა ხომ მოგწონთ და გიყვართ, მაშინ ნუ შეუშლით ბედნიერებაში ხელს. არა მგონია, მორწმუნე ადამიანს  ძმის ოჯახის დანგრევა გინდოდეთ. კარგად ჩაიხედეთ საკუთარ გულში, ხომ არ ეჭვიანობთ, რომ ძმას ცოლი თქვენზე მეტად უყვარს? ასე ხშირად ემართებათ ხოლმე დედებსა და დებს რძალი რომ შედის ოჯახში. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ძმის გულში მშობლებისა და დის მიმართ სიყვარული ისეთივე სიძლიერითაა, როგორც ცოლის მოყვანამდე, უბრალოდ მის გულში ახალი სიყვარული გაჩნდა, რომელიც თქვენდამი სიყვარულს არ შეამცირებს. რასაკვირველია თუ თქვენ არ გამოხატავთ აგრესიას თქვენი ძმის რჩეულის მიმართ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად