ვარ ჰომოსექსუალი. არ ვიმჩნევ, ვცდილობ თავი ავარიდ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

02-06-2010

- ვარ ჰომოსექსუალი. არ ვიმჩნევ, ვცდილობ თავი ავარიდო პორნოგრაფიას და პრობლემები არ მექნება. რას მირჩევთ კიდევ რა გავაკეთო?

პასუხი
- თუ მოინდომებთ, შეძლებთ ამ პრობლემის დამარცხებას.
თავდაპირველად გირჩევთ, რომ  მიმართოთ ანდროლოგს და შეიმოწმოთ სისხლში სასქესო ჰორმონების მდგომარეობა, ცვლილებების შემთხვევაში დაგჭირდებათ მკურნალობა.  გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი არ უნდა წავიდეს თავისი ბუნების წინააღმდეგ, ეს მას მხოლოდ ცუდს მოუტანს, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით. რადგან კაცად დაიბადეთ, კაცად უნდა დარჩეთ ბოლომდე. ადამიანი თავისუფალი არსებაა, სხვა არცერთ არსებას არ აქვს უფლისგან მინიჭებული ეს უნარი. თავისუფლება ნიშნავს საკუთარი ვნებებისა და სურვილების განგებისა და მართვის უნარს. ეს უნარი თქვენც გაგაჩნიათ და თუ მოისურვებთ, მისი დახმარებით დათრგუნავთ ამ არაბუნებრივ ლტოლვას მამაკაცებისადმი.
დაფიქრდით, რას მოგიტანთ კაცს კაცთან ინტიმური ურთიერთობა, მხოლოდ ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას, ნევროზსა და დეპრესიას, რომელიც ყოველი ასეთი უღირსი საქციელის თანმდევია (რასაც იწვევს შინაგანი კონფლიქტი ან საზოგადოებაში მიუღებლობის შიში), პარტნიორთა ხშირ ცვლას, რაც მრავალი საშიში დაავადების საწინდარია,  გარშემო მყოფთა გულისტკივილს და რაც მთავარია, უფლის მიერ დაწესებული კანონებისთვის (ნებისმიერი რელიგიის მიხედვით) ზურგის შექცევას, რასაც არავისთვის სიკეთე არ მოუტანია. მიმართეთ  ფსიქოლოგს. თუ მართლმადიდებელი ბრძანდებით, მაშინ გირჩევთ, დაიწყოთ ტაძარში სიარული და ეკლესიური ცხოვრება, ეს გაგიადვილებთ ამ ვნების დამარცხებას.
კომენტარები
14 აპრილი 2019 02:11
რას ნიშნავს? ექიმს ჰგონია, რომ ჰომოსექსუალიზმი დაავადებაა და ამის მკურნალობა შეიძლება? დამნაშავეები ხართ!
18 მაისი 2017 16:02
რატომ უნდა წავიდეთ შვედეთში და იქ ვეძებოთ მაგალითები??? პირიქით, მე ვთვლი, რომ არაჩვეულებრივი პასუხი გასცა ექიმმა. აბა ცხოველებს დავემსგავსოთ? რაც ტვინში მოგვივა ვაკეთოთ? არანაირი მორალი არ არსებობდეს გინდათ?შვედებმა რომ ისწავლონ ჩვენგან არ ჯობია? ადამიანს აწუხებს პრობლემა, ესე იგი არ მოსწონს თავისი ასეთი მდგომარეობა, თქვენ ეუბნებით, რომ სადღაც საზღვარგარეთ ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული და იმათ ბიბაძეო! ცხოველებისგან განსხვავებით ჩვენ ვართ თავისუფლები და ეს ნიშნავს, რომ თავის უფალი არის ადამიანი, ვეთანხმები ექიმს, რა რელიგიისაც არ უნდა იყოთ, საჭიროა თავთან ბრძოლა და სულიერი სიმშვიდის ამ გზით მოპოვება და არა სხეულის ჭკუაზე სიარული
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად