რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მაინტერესებს, რამ იცის ბოქვენის საშინელი ქავილი, 2 კვირაა გრძელდება ეს, ჰიგიენას სულ ვიცავ და ანტიბაქტერიული "კლივენი", რომ არის იმას ვხმარობ, მაგის ბრალი ხომ არ არის? გამიგია, შაქარმა იცის ასეთი ქავილიო და წყალს ნორმალურად ვსვამ, ბევრს არა. საშინლად მექავება, გამონაყარი არ მაქვს არანაირი. 2 კვირაა, ასეთ დღეში ვარ. თუ სოკოა, რა ვიხმარო? კლოტრიმაზოლი მიშველის? ადრე ასეთი რამ არ მომსვლია.
პასუხი
- თუ ქავილის დაწყებას უკავშირებთ ანტიბაქტერიულ კლივენს, მაშინ შეწყვიტეთ მისი მოხმარება, არ არის გამორიცხული, რომ მასზე გქონდეთ რეაქცია. ქავილი მართლაც ახასიათებს სისხლში შაქრის დონის მატებას, ამიტომ კარგი იქნება თუ სისხლს შეიმოწმებთ გლუკოზის შემცველობაზე, ქავილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სოკოვანი ინფექცია, ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ ნაცხის ანალიზის გაკეთება და სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება. სამწუხაროდ კონკრეტულს ვერაფერს გირჩევთ, რადგან დასადგენია ქავილის მიზეზი.