ვარ 16 წლის. თითქმის ვერასდროს ვპოულობ შენახულ ნი... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

02-06-2010

- ვარ 16 წლის. თითქმის ვერასდროს ვპოულობ შენახულ ნივთს, ვერ ვკონცერტრირდები და ყველაფერი მავიწყდება. მეუბნებიან, კარგად არ იკვებები და ამის ბრალიაო. თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი
- სრულფასოვანი კვება მეტად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომელიც ყურადღების კონცენტრაციის ამაღლებაში დაგეხმარებათ:
1. ისწავლეთ საკუთარი თავისადმი თვალყურის დევნება.
კონცენტრაციის უნარის სისუსტე სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგს არ შეუძლია სხვისი ნალაპარაკების მოსმენა, ზოგს გონებრივი სამუშაოს შესრულების დროს ეფანტება აზრი, ზოგს ყურადღების კონცენტრირებაში ხელს უშლის ხმაური და სხვა. თავდაპირველად გააანალიზეთ და დაადგინეთ,  როგორ არ შეგიძლიათ კონცენტრირება, რა მომენტში გეფანტებათ ყურადღება, კითხვის დროს ყურადღების გაფანტვას რა იწვევს - რაიმე გარეგანი ზემოქმედება, მაგალითად ხმაური, სინათლე და ა.შ. თუ რაიმე პრობლემაზე ფიქრების გადასვლა. რაც უფრო ხშირად დააკვირდებით საკუთარ თავს, მით უფრო ზუსტად შეარჩევთ კონცენტრირების უნარის გასაუმჯობესებელ მეთოდს.
2. შეეჭიდეთ მხოლოდ ერთ საქმეს.
ბევრი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს რემდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას. მაგალითად, ზოგს ტელეფონის ყურმილი მხრით უჭირავს და საუბრობს (მნიშვნელოვან საქმეზეც კი), ამასთან, ცდილობს კომპიუტერში საქმიანობას ან ცდილობს ამხანაგის თუ ოჯახის წევრის შეკითხვაზე პასუხის გაცემას. ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ ერთი საქმის ბოლომდე მიყვანა ხდება შეუძლებელი, რადგან ტვინს არ შეუძლია ამდენი ინფორმაციის ერთდროულად გადამუშავება. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ დაკავდეთ მხოლოდ ერთი საქმით და გონებრივი სამუშაოს შესრულების პარალეულად არ უცქიროთ ტელევიზორს, არ ჭამოთ და სხვა..
3. იმოქმედეთ თქვენი ბიორითმების მიხედვით.
დაუკვირდით, დღის რომელ პერიოდში გრძნობთ თავს ყველაზე უკეთ და როდის გაქვთ ენერგიის მოზღვავება და ისეთი საქმის კეთება, რომელიც ყურადღების კონცენტრირებას საჭიროებს, დაიწყეთ სწორედ ამ დროს.
4. იმუშავეთ (იმეცადინეთ) მყუდრო გარემოში
ყურადღების კონცენტრირებაში თქვენს გარშემო არსებული ხმაური ან სხვა გამღიზიანებელი შეგიშლით ხელს. სამწუხაროდ ჩვენს ხმაურიან ეპოქაში შეუძლებელია უხმაურო ადგილის პოვნა. მაგრამ მაინც შეეცადეთ, რომ გონებრივი სამუშაოს შესასრულებლად თქვენთვის მაქსიმალურად მყუდრო ადგილი იპოვოთ.
5. მოიკრიფეთ აზრი
კონცენტრაციისათვის აუცილებელია არა მარტო სიმყუდროვე, არამედ ყურადღებაც. სანამ გონებრივი სამუშაოს შესრულებას დაიწყებდეთ, მოდუნდით და მოიკრიფეთ აზრები. `გამოყარეთ~ თავიდან ყველა ფიქრი, რაც ამ საქმეს არ ეხება და განეწყვეთ ამ კონკრეტული საქმის გასაკეთებლად. შემდეგ გააანალიზეთ, თუ როგორ შეძლებთ უკეთ დასახული მიზნის მიღწევას და მშვიდად დაიწყეთ ამ საქმის კეთება.
6. დაგეგმეთ!
კონცენტრაცია გულისხმობს  ყურადღების წარმართვას მხოლოდ  ერთი ობიექტის, პროცესის ან საქმიანობისკენ.  ამაში დაგეხმარებათ გეგმის შედგენა, რომელშიც თანმიმდევრობით უნდა ჩამოწეროთ ის საქმეები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია იმ დღის განმავლობაში. კარგი იქნება თუ საათებსაც მიუთითებთ.
7. გაამძაფრეთ გრძნობის ორგანოები
ჩვენ გარე სამყაროსთან 5 გრძნობათა ორგანო გვაკავშირებს. სამუშაოს შესრულების დროს მიღებული უსაზღვრო ინფორმაცია უნდა გაფილტროთ გრძნობათა ორგანოების დახმარებით. თუ კითხულობთ რთულ ტექსტს, ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხედველობას, ამიტომ უნდა მოახდინოთ მხედველობის კონცენტრირება საკითხავი მასალის მიმართულებით. გრძნობათა ორგანოების მიზანმიმართული მართვა ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, ამიტომ ეს უნარი  რეგულარულ ვარჯიშს საჭიროებს.
8. ავარჯიშეთ თქვენი მახსოვრობა
რაც უფრო განვითარებული გვაქვს მახსოვრობა, მით მეტ ინფორმაციას ვიმახსოვრებთ და შესაბამისად, უკეთ ვახერხებთ ყურადღების საქმისადმი კონცენტრირებას. კარგი მახსოვრობის შემთხვევაში არ დაგჭირდებათ ამა თუ იმ ინფორმაციის ძებნა, რადგან ეს ინფორომაცია თავში გექნებათ.  მახსოვრობის გაუმჯობესების კარგი საშუალებაა ლექსების დაზეპირება.
9. მოახდინეთ თავის მოტივაცია
თუ დასახული ამოცანა საინტერესოა, მისი შესრულება გაგიადვილდებათ. ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც არ მოგწონთ, სტიმულის პოვნა დაგჭირდებათ. ერთი სიტყვით, ისეთ საქმეშიც უნდა დაინახოთ დადებითი მხარე, რომლის შესრულებაც არ მოგწონთ, მაგრამ იძულებული ხართ, რომ გააკეთოთ.
10. საქმეს სწრაფად შეუდექით
ხომ გაგიგონიათ - მადა ჭამაში მოდისო? ასეა საქმეც. ამა თუ იმ საქმის მიმართ ინტერესი ხშირად საქმის დაწყების და მასში შესვლის შემდეგ მოდის. ყველაზე ძნელია პირველი ნაბიჯის გადადგმა, ანუ საქმის დაწყება, ამიტომ საქმე არ გადადოთ, მისი შესრულება მყისვე დაიწყეთ.
11. გაართულეთ ამოცანა
ინტერესის არ ქონა აქვეითებს კონცენტრაციის უნარს. უინტერესო საქმის მიმართ ინტერესის გასაჩენად სცადეთ შედეგი მეთოდი: ყოველდღიურად საკეთებელი ერთფეროვანი საქმის გაკეთება სცადეთ უფრო მოკლე დროში, ვიდრე ჩვეულებრივ ამას ანდომებთ ხოლმე.
13. თავი აარიდეთ გადაღლას
არ შეეცადოთ ისეთი საქმის გაკეთება, რაც გადაგღლით, გადაღლა  კონცენტრაციის უნარს დაგიქვეითებთ.
14. თქვენი სამუშაო ადგილი მოაწყვეთ ისე, რომ მყუდრო და პრაქტიკული იყოს.
15. მოეშვით სულითაც და სხეულითაც
თუ ნერვიულობთ და დაძაბული ხართ, მაშინ შეუძლებელი გახდება ყურადღების კონცენტრირება. თუ მშვიდად, გაწონასწორებულად და დაუძაბავად იქნებით, მაშინ მოახერხებთ მთელი ენერგიის და ყურადღების საქმისადმი წარმართვას. მომადუნებელი ვარჯიშები დაგეხმარებათ  დაძაბულობის მოხსნაში. ასეთ შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა სუნთქვითი ვარჯიშები.
16. კარგად გამოიძინეთ.
ზოგ ადამიანს ბევრი ძილი სჭირდება, ზოგს კი - ცოტაც  ყოფნის. მაგრამ ნებისმიერ ადამიანს (მითუმეტეს თქვენს ასაკში) გამოუძინებლობის შემთხვევაში უქვეითდება შრომის და კონცენტრირების უნარი.  
17. განსაზღვრეთ თქვენი ძლიერი მხარეები
ყოველდღე უთხარით თქვენს თავს, რომ შეძლებთ ნებისმიერი საქმის გაკეთებას, რომ დღეს ყველაფერი გამოგივათ. საკუთარი თავის რწმენა ყურადღების კონცენტრაციის საუკეთესო საშუალებაა.
18. საქმის კეთების დროს გააკეთეთ პაუზები.
გონებრივი სამუშაოს შესრულების დროს გააკეთეთ 5-10 წუთიანი შესვენებები და ტვინს დასვენების საშუალება მიეციმა, კარგი იქნება თუU ამ შესვენების დროს ფიზიკურად გააქტიურდებით.
19. იყავით ფიზიკურად აქტიური. დილის გამამხნევებელი ვარჯიში, საღამოს ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა, კვირაში რამდენჯერმე ცურვით ან სპორტის სხვა სახეობით დაკავება სიხალისეს შეგძენთ და ყურადღების კონცენტრირების უნარსაც საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.
20. ისწავლეთ თქვენი აზრების მართვა
ჩვენი აზრები თავისუფალია და ზოგჯერ ჩვენს დამოუკიდებლად შემოგვეჭრენიან თავში. მაგრამ ჩვენ მათი მართვა უნდა შევძლოთ. მაგალითად, საქმის კეთების დროს თუ შეაჩნევთ, რომ აზრი სხვა საკითხზე გადაგერთოთ, თავი აიძულეთ და გონება კვლავ იმ საქმისკენ წარმართეთ, რასაც აკეთებდით.
21. ყველაფერი თქვენ ხელთაა, თუ მოინდომებთ ყურადღების კონცენტრაციის უნარი გაგიუმჯობესდებათ.


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად