რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მყავს 7 თვის ბიჭი. 2 დღის წინ მყავდა უროლოგთან. აქვს ასოს თავის ჰიპოსპადია. ექიმმა როცა ჩუჩა გადაუწია, სისხლი წამოუვიდა, მცირე რაოდენობით და ძალიან იტირა. შემდეგ გაუსუფთავეს ჭუჭყისგან. დაუნიშნა გვირილის აბაზანები და თურმანიძის მალამო ან სინტომიცინი. როდესაც ჩუჩას ვუწევ, ტირის. აღენიშნება სიწითლე. ალბათ გაღიზიანებულია, მაგრამ საერთოდ ჩუჩის გადაწევისას და დაბანისას, როგორც ვიცი, არ უნდა ტკიოდეს და არ უნდა იტიროს. სხვა ექიმმა ადრე მითხრა, რომ არ არის ჩუჩის გადაწევა საჭირო ამ დროს, ეს ტყუილად ინფექციის წყაროა. ახლა შეიძლება რაიმე ინფექცია იყოს შეჭრილი? რატომ ტირის ბავშვი ასე ძალიან? ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და სწრაფად მიპასუხოდ.
პასუხი
- სიცოცხლის პირველ წლებში ფიზიოლოგიური ფიმოზი მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია ჩუჩისა და ასოს თავის ტუალეტი - რეგულარული გასუფთავება თბილი წყლითა და საპნით. ბავშვი არ უნდა ტიროდეს ჩუჩის გადაწევის დროს, ჩვენ გირჩევთ კვლავ მიმართოთ უროლოგს. ჰიპოსპადია ასის მამაკაცის შარდსადენისა და ასოს თანდაყოლილი ანომალია. შარდსადენის გარეთა ხვრელის არსებობა ასოს ცენტრალურ ზედაპირზე ან შორისის მიდამოში. მკურნალობა ოპერაციულია და ოპერაციული მკურნალობის ოპტიმალური ვადაა 1-2 წელი, რადგან 3-4 წლის ასაკში ბავშვს უჩნდება სასქესო ორგანოსადმი ინტერესი, იგი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მამრობით სქესს მიეკუთვნება და ამას უკავშირებს მოშარდვის (ფეხზე მდგარ მდგომარეობაში, რაც ჰიპოსპადიის დროს ვერ ხერხდება) აქტის განხორციელების ფორმას.