რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მაწუხებს ჭარბი წონა, რის გამოც მაქვს მუცელი. რაიმე ვარჯიშს ხომ ვერ მასწავლით, ისეთს რომელიც იოლია გასაკეთებლად და საფრთხეს არ შეუქმნის ორგანიზმს. მინდა მალე მოვიშორო მუცელი.
პასუხი
- პირველ რიგში უნდა მოაწესრიგოთ კვება. თუ ბევრ და თან კალორიულ პროდუქტებს მიიღებთ, ჭარბი წონის პრობლემას ვერ მოაგვარებთ. ჩვენ შემოგთავაზებთ მუცლის პრესის ვარჯიშებს: ვარჯიში 1: დაწექით იატაკზე, ფეხები მუხლებში მაქსიმალურად მოხარეთ (ქუსლებით თითქმის დუნდულა კუნთებს უნდა ეხებოდეთ). კარგი იქნება, თუ ვინმე ფეხებს გაგიმაგრებთ, რომ ვარჯიშის შესრულების დროს ფეხები იატაკს არ მოშორდეს. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ფეხები შეგიძლიათ დივნის ან სავარძლის ქვეშ გაამაგროთ. თითებგადაჯვარედინებული ხელები თავქვეშ ამიდეთ. ახლა შეეცადეთ იდაყვებით მუხლებს შეეხოთ. ეს ვარჯიში კარგ შედეგს იძლევა ზედა პრესისთვის, მაგრამ შეიძლება მისი მოდიფიცირება გვერდითი კუნთების გასამაგრებლად, ამისათვის მარცხენა იდაყვით შეეხეთ მარჯვენა მუხლს, შემდეგ მარჯვენა იდაყვით - მარცხენა მუხლს. თავდაპირველად 30-30 ვარჯიში შეასრულეთ შუა და გვერდითი კუნთებისთვის (შემდეგ თანდათანობით მოუმატეთ), თანაც შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოთ ვარჯიშები. იდეალურ ვარიანტში 50 ვარჯიში სრულდება 1 წუთში. მუცლის პრესის ვარჯიში 2: დაწექით იატაკზე და ერთდროულად აწიეთ ხელები და ფეხები, თან შეეცადეთ ხელის თითებით ფეხის თითებს, შეეხოთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში მინიმუმ 20-ჯერ, თან გახსოვდეთ, რომ ამ ვარჯიშის შესრულება საჭიროა სწრაფად. ასე თქვენ გაიმაგრებთ ქვედა და გარკვეულწილად ზედა პრესს. მუცლის პრესის ვარჯიში 3: ეს ვარჯიში სასარგებლოა ზედა პრესისთვის. მისი შესრულების დროსაც პირველი ვარჯიშის მსგავსად თითებგადაჯვარედინებული ხელები ამოიდეთ თავქვეშ. შემდეგ ნელ-ნელა მოაშორეთ ზურგი იატაკს. არ არის აუცილებელი ზურგის მთლიანად აწევა, საკმარისია, ზედა ნაწილის წამოწევა. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 15-20-ჯერ, მზის წნულის არეში მსუბუქი ტკივილის შეგრძნებამდე. ეს ვარჯიშები უნდა შესრულდეს ყოველდღე, ორი კვირის შემდეგ უკვე შედეგს ნახავთ. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, საბოლოო მიზნის მისაღწევად კვებასაც უნდა მიექცეს ყურადღება.