ჩემს 20 წლის დას აღმოაჩნდა მკერდის ადენომა, ჩაიტა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

02-06-2010

- ჩემს 20 წლის დას აღმოაჩნდა მკერდის ადენომა, ჩაიტარა გამოკვლევა და დაიწყო მკურნალობა, არის 11 მილიმეტრის ზომის ადენომა და როგორი შედეგი შეიძლება მოყვეს? არ არის გათხოვილი, რამდენად საშიშია, გთხოვთ მიპასუხოთ. წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი
- თუ ფიბროადენომაზე საუბრობთ, გეტყვით, რომ ეს არის  სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. მისი აღმოცენების მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა არის მოსაზრება, რომ მას იწვევს ჰორმონალური ცვლილებები ახალგაზრდა და კლიმაქსის ასაკის ქალებში. სწორედ ამ ასაკის ქალებშია ეს დაავადება უფრო ხშირი. ფიბროადენომა შეიძლება იყოს პატარა ზომის (თქვენი დის შემთხვევაში პატარაა), მაგრამ ზოგჯერ ძალიან სწრაფად იზრდება, ისე რომ მისი შემჩნევა ვიზუალურადაც შეიძლება და იწვევს სარძევე ჯირკვლის დეფორმაციას.
ფიბროადენომის დიაგნოზი აუცილებლად მამოლოგმა უნდა დასვას პაციენტის გამოკვლევის შემდეგ (ექოსკოპია, მამოგრაფია) და გადაწყვიტოს ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა.
ფიბროადენომის ოპერაციული ჩარევა საჭირო ხდება მისი სწრაფი ზრდისა და დიდი ზომების შემთხვევაში. ამ დაავადების კონსერვატიული მეთოდით განკურნება (მედიკამენტებით, თუ სხვა თერაპიული საშუალებებით) შეუძლებელია, იგი შეიძლება დაპატარავდეს, მაგრამ მთლიანად არ გაიწოვება.


გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
17 ნოემბერი 2014 12:17
ზუსტად ეგ დიაგნოზი მაქ მეე
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად