, მყავს 7თვე ნახევრის გოგონა , არის სრულიად ჯანმრთ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

16-10-2014

-გამარჯობა, მყავს 7თვე ნახევრის გოგონა , არის სრულიად ჯანმრთელი, ღამე კარგად სძინავს 8-დან დილის 6 საათამდე მარა დღე როგორც კი ხვდება რომ ვაძინებ ისტერიულად ყვირის ტირის და ჩხუბობს, იძინებს მხოლოდ ოჯერ მის დაძინებას ორი საათი ვუნდები და ზუსტად ნახევარ საათში იღვიძებს,არადა აშკარად არ ყოფნის ძილი რადგან წუწნებს და ჭინჭყლობს. პედიატრმა თავის ასაკს უსწრებს და ამიტომ არ უნდა ძილიო ჯანმრთელი ბავშვია არაფერი არ აწუხებსო. რა შეიძლება ვიღონო რომ ცოტა ადვილად დაიძინოს დღე,რა აღარ ვიღონე მარა არაფერმა გაჭრა, უკვე ფიზიკურად ვეღარ ვუძლებ მის აქტიურობას. თვითონ ბავშვსაც ხომ სჭირდება ძილი ჯერ პატარაა ამდენ ხანს ფხიზლობისთვის... ნევროლოგთანაც მყავდა და მანაც ჯანმრთელი ბავშვიაო.

პასუხი
-მართალია არსებობს ზოგადი მონაცემები რამდენი უნდა იძინოს ბავშვმა, მაგრამ ძილის რეჟიმი მაინც ინდივიდუალური, სხვა ბავშვების ძილის რიტმისგან შეიძლება განსხვავებული იყოს, 1,5 წლის ასაკამდე სასურველი ბავშვი 2-ჯერ იძინებდეს, კვლევები ადასტურებს, რომ ძილმორეული ბავშვი ხშირად ჩვეულებრივზე ენერგიულად იქცევა. ზოგჯერ პირიქითაც ხდება - ბავშვს თვალები ეხუჭება, თმას აწვალებს ან უმიზეზოდ ტირის.
ჩვეული და უცვლელი რიტუალები ეხმარება ბავშვს დაძინებაში. ეცადეთ ძილის დროის მოახლოებისას შექმნათ მშვიდი გარემო, აღარ ეთამაშოთ პატარას. ნუ გადატვირთავთ ბავშვს შთაბეჭდილებებით. დაბადებიდანვე უნდა ჩამოუყალიბოთ პატარას დაძინების რიტუალი, რომელიც ყოველდღე უნდა გამეორდეს. რიტუალში შეიძლება ჩავრთოთ თბილი აბაზანა, მსუბუქი მასაჟი, კვება, იავნანა, ზღაპრები. ეს დაგეხმარებათ, თანდათანობით და ძალდაუტანებლად ჩამოუყალიბოთ ბავშვს დღის რეჟიმი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად