19 აგვისტოს უნდა მქონოდა ციკლი და 25-ში მომივიდა,... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

16-10-2014

-გამარჯობათ, 19 აგვისტოს უნდა მქონოდა ციკლი და 25-ში მომივიდა, ორჯერ გავიკეთე ორსულობის ტესტი და დადებითი იყო იყო მესამეთ ცოტა ღიათ აჩვენა. 27 სექტემბერს არ მომივიდა და 7ოქტომბერს მომივიდა ციკლი. კიდე გავიკეთე ტესტი და აღარ აჩვენა ეხოზეც ვიყავი და არაფერი ჩანდა. შეიძლება რომ ფეხმძიმედ ვიყო ? ტესტმა რომ აჩვენაა? შეიძლებოდა რომ ეხლოზე არ გამოჩნდეს? მადლობთ წინასწარ.

პასუხი
-როგორც ჩანს, ამ ეტაპზე თქვენ ორსულად არ ხართ, გირჩევთ პირველ რიგში უნდა გაერკვეთ თქვენი ციკლის ხანგრძლიობაში; შეადგინეთ მენსტრუალური ციკლის კალენდარი (ყოველთვე მონიშნეთ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი) და არ გაგიჭირდებათ იმის გამოთვლა თუ რამდენ დღიანი ციკლი გაქვთ. ქალს უნდა ჰქონდეს მეტ ნაკლებად (+/-3 დღე) რეგულარული ციკლი, ეს მეტად მნიშვნელოვანია.
მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ანუ დრო ერთი მენსტრუაციის დაწყებიდან მეორე მენსტრუაციის დაწყებამდე_ ინდივიდუალურია და მერყეობს 21-დან 35 დღემდე.
ასევე ინდივიდუალურია მენსტრუაციის (სისხლდენის) ხანგრძლივობაც და იგი მერყეობს 2-დან 7 დღემდე. ოვულაცია ხდება მენსრუაციის შუა პერიოდში (+/- 4-5 დღე), მაგრამ თუ არ გაქვთ ერთნაირი ხანგრძლივობის მენსტრუალური ციკლი, მაშინ ოვულაციის დასადგენად ექოსკოპიური მონიტორინგია საჭირო.
ორსულობის განვითარების ალბათობა ყველაზე დიდია ოვულაციის პერიოდში. ამიტომ იმისათვის რომ გაზარდოთ ჩასახვის ალბათობა სექსუალური ურთიერთობა დაამთხვიეთ იმ პერიოდს, რომლზეც ზემოთ მიგითითეთ.
ამავე დროს გირჩევთ, თუ  ერთი წლის განმავლობაში რეგულარული და დაუცველი სექსუალური ურთიერთობის მიუხედავად ორსულობა არ ვითარდება, მაშინ უშვილობის მიზეზის დასადგენად და შესაბამისი მკურნალობის შესარჩევად თქვენ უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს, მუღლემ კი _ ანდროლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად