მოგესალმებით,უკვე 10 დღეზე მეტი გადამიცდა მაგრამ მ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

16-10-2014

-მოგესალმებით,უკვე 10 დღეზე მეტი გადამიცდა მაგრამ მენსტრუაცია არ მომდის, ორი თვის გათხოვილი ვარ, ტესტი გავიკეთე ორჯერ მაგრამ უარყოფითი მიჩვენა, შეიძლება ორსულად ვიყო და არ მიჩვენოს? მკერდიც მტკივა რამდენიმე დღეა,ეს ორი დღეა რაც ქმართან ურთიერთობა მაქვს და თითქოს წვას ვგრძნობ,გამონადენო და ქავილი არ მაქვს,შეიძლება რამე საშიში იყოს?დიდი მადლობა.

პასუხი
-რეგულარული ციკლის შემთხვევაში მენსტრუაციული ციკლის გადაცდენის ამ ვადაზე წესების დაცვით ჩატარებული ტესტის პასუხი სანდოა; ციკლის გადაცდენის მიზეზი ორსულობის გარდა სხვა არაერთია (ავიტამინოზი, ჰორმონული ცვლილებები, ენდოკრინული პათოლოგია, ფსიქოლოგიური ტრავმა, ზოგიერთი ინფექციური დაავადება. ასევე ხელს უწყობს ანთებადი პროცესებიც), რაც შეეხება დისკომფორტს სექსუალური ურთიერთობის დროს, მასაც ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს, შესაძლო მიზეზებია: მიკროტრავმები, საშოს ლორწოვანის ანთება, ბართოლონის სეკრეტის არასაკმარისად გამოყოფა და სხვა,  კონკრეტული მიზეზის დადგენა მხოლოდ გამოკვლევის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
21 ოქტომბერი 2014 09:48
გამარჯობა,ვარ 20 წლის,ერთი წლის წინ ვიყავი გინეკოლოგთან,გავიკეთე ეხო და აღმომაჩნდა პოლიკისტოზი.ვარ დასაოჯახებელი.მანამდე ციკლი არეული მქონდა და რაც მკურნალობა დავიწყე:( დიანეს ვსვამდი)ციკლი მომიწესრიგდა,ზუსტად ერთი და იგივე რიცხვში მქონდა.ყოველ სამთვეში ერთხელ ვიკეთებდი ეხოს და მქონდა შედეგი.ცხრა თვიანი მკურნალობის შემდეგ მკერდზე გამიჩნდა სტრიები და ექიმმა ეს ჩათვალა წამლის ალერგიად და მითხრა,ციკლი მოწესრიგებული გაქვს და წამლის დალევა აღარ გააგრძელოვო,თუმცა პოლიკისტოზი ისევ მქონდა.წამლის დალევიდან 6 თვე ისევ ერთი და იგივე რიცხვში მქონდა მენსტრუაცია და ახლა ბოლო 2 თვე აღარ მომივიდა.წონაში არ მომიტაია საერთოდ არც მანამდე და რაც შეეხება ჭარბთმიანობას,ოდნავ მაქვს მომატებული სახეზე.ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ,რა მოვიმოქმედო?მაქვს ისეთი საგანგაშო მდგომარეობა რომ ვერ დავორსულდები?მირჩიეთ რამე გთხოვთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად