მოგესალმებით, ვარ 21 წლის გოგონა. რა მკურნალობა არ... | პარაზიტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პარაზიტოლოგია

კატეგორია - პარაზიტოლოგია

16-10-2014

-მოგესალმებით, ვარ 21 წლის გოგონა. რა მკურნალობა არ ჩავიტარე ჰელმინთებზე, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიქრე.... ღამით მაწუხებს კბილების კრიჭინი და ქავილი... ვიცავ ასევე ჰიგიენის ნორმებსაც, გთხოვთ იქნებ მირჩიოთ რა წამალი შეიძლება მივიღო ჭიების გასაქრობათ? კიდევ მაინტერესებს ეს დაფეხმძიმებაში შემიშლის თუ არა ხელს? მადლობა წინასწარ

პასუხი
-უნდა მიმართოთ პარაზიტოლოგს, ჩატარდეს გამოკვლევა, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ეფექტური მკურნალობის დანიშვნა, რაც შეეხება დაორსულებას,  დაორსულებას ხელს არ უშლის, მაგრამ გირჩევთ მკურნალობა ჩაიტაროთ დაორსულებამდე, რადგან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტოზური მკურნალობა უკუნაჩვენებია (ჰელმინთების საწინააღმდეგო მედიკამენტები ტოქსიურია ნაყოფისათვის).  
მართალია ჭიები ნაყოფზე პირდაპირ უარყოფით გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ ახასიათებს ორსულის ორგანიზმზე მრავალი უარყოფითი (მაგ:ფერმენტული უკმარისობა, ნაწლავის კედლიდან ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მიკროელემენტების შეწოვის პროცესის დარღვევა, აირების დაგროვება, ორსულობის პერიოდში გასტროენტერიტის გამწვავება, ანემიის განვითარება, რომელიც არ ემორჩილება მკურნალობას, თუ არ მოხდა დეჰელმინთიზაცია და.ა.შ ) ზემოქმედების უნარი.
რაც შეეხება ჰიგიენის საკითხს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პარალელურად.  რადგან ენტერობიოზის პროფილაქტიკური საშუალება არ არსებობს, ერთ–ერთ გზად რჩება ხელების ჰიგიენურ ღონისძიებათა გატარება, რომელიც განმეორებით ინფიცირებისგან დაგიცავთ (როგორც წესი, ადამიანები არ იცავენ ხოლმე საჭირო წესებს (ყოველი ნიუანსის ჩამოთვლა ძნელია) და ამიტომ ხდება რეინვაზია, ანუ ხელახალი დაინვაზირება და დაავადების ახალი ციკლის განვითარება). ტუალეტიდან გამოსვლისას აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელები საპნით!!! ასევე უნდა იბანოთ საპნით ხელი ყოველი ჭამის წინ (მხოლოდ წყლის გადავლება საკმარისი არ არის). საპონი არ უნდა იყოს კოსმეტიკური, არამედ უნდა შეიცავდეს ბაქერიოციდურ ნივთიერებებს. ჰიგიენური ჩაბანა აუცილებელია დაძინების წინ და დაბანის შემდეგ უნდა გამოიცვალოთ თეთრეული. თეთრეული უნდა გამოხარშოთ და დაამუშავოთ ქლორის შემცველი ხსნარით. ასეთი ჰიგიენის წესები უნდა დაიცვან ოჯახის წევრებმაც, რადგან ენტერობიოზი ოჯახური დაავადებაა და როცა ერთ წევრს აქვს ეს დაავადება, ყველა წევრმა უნდა იმკურნალოს. 


რეკომენდებული ექიმები
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად