წლებია მტანჯავს ცისტიტი,სად არ ვიმკურნალე,რა არ დ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

15-10-2014

-გამარჯობათ, წლებია მტანჯავს ცისტიტი,სად არ ვიმკურნალე,რა არ დამალევინეს ხალხური მედიცინაც კი ვცადე ბოლოს,ვარ 23 წლის გათხოვილი,მყავს 2 წლის შვილი,ბოლო ხანია გაზაფხულის მერე თავს უფრო და უფრო ხშIრად მახსენებს,არც ბაქტერიები მაქვს შარდში და არაფერი სერიოზული ახლახან ავიღე ანალიზები,სქესობრივი ურთიერთობის მერე უფრო მაწუხებს,ნერვებზეც უკვე ძალიან მოქმედებს. საშველი როგორ არ არის, იქნებ რამე მითხრათ რა გავაკეთო, ვისთან მივიდე ან რა ვქნა,მეუღლე არ უჩივის არაფერს.თქვენი იმედიღა დამრჩა. ოდნავ რითი შეიძლება რომ შევიმსუბუქო?

პასუხი
-ქალის შარდსადინარი ფართო, სწორი და მოკლეა (2,5-3სმ), ამიტომ საშოდან და ანალური მიდამოდან შარდსადინარში მოხვედრილი ინფექცია ადვილად აღწევს შარდის ბუშტში და ხდება ცისტიტის მიზეზი;
ქმართან ურთიერთობა კი არა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები შეიძლება გახდეს ცისტიტის მიზეზი. ცისტიტს ხშირად იწვევს ნაწლავის ჩხირი, გონორეა, ტრიქომონა, ქლამიდია, უროპლაზმა, მიკოპლაზმა, ასევე - პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ჰორმონების, ანტიბიოტიკების გამოყენება, იმუნიტეტის დაქვეითება, ასე, რომ როგორც წესი ცისტიტის მიზეზი ქალებში გინეკოლოგიური დაავადებებია, გირჩევთ მიმართოთ უროლოგს და/ან გინეკოლოგს, რადგან თუ მიზეზი არ იქნა დადგენილი პრობლემა პერიოდულად შეგახსენებთ თავს და გამორიცხული არ არის შემდეგომი გართულებებიც. ქრონიკული ცისტიტი პრობლემად გექცევთ.
აუცილებლია გაკეთდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, საშოს ნაცხის ანალიზი (ქალის შემთხვევაში). ასე განისაზღვრება გამომწვევი ბაქტერია, შემდეგ უნდა გაკეთდეს ბაქტერიის მგრძნობელობის დადგენა ანტიბიოტიკების მიმართ და ამის მიხედვით შეირჩეს ანტიბიოტიკი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად