რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 20 წლის ბიჭი ძალიან მაწუხებს ერთი პრობლემა, ასე 15-16წ ასაკიდან შევამჩნიე რომ სახეზე დამწყო გამონაყარი მაგრამ ამას ყურადგება არ მივაქციე რადგან ასე ვთქვათ უფროსი თაობა მეუბნებოდა გრდატეხის ასაკში იცისო და ასე შემდეგ, ამის შემდეგ გავიდა პერიოდი და გამონაყარი ართუ გამიქრა არამედ გამიღიზიანდა და უფრო მწვავედ იჩინა თავი. მხოლოდ 20 წლის ასაკში მივაქციე ყურადგება და მივედი დერმატოლოგთან ექიმმა სისხლის ანალიზი გამაკეთებინა და ამაზე დაყრდნობით მითხრა ისეტი არაფერიაო დამინიშნა რაგაც მაზი და სხვა კოსმეტიური საშვალებები უკვე საკმაოდ დიდი დროა გასული ვხამარობ ვკურნალობ დიეტას ვიცავ მაგრამ სარკეში რო ვიყურები შედეგი არ ჩანს არ ვიცი როგორ მოვიქცე ამ ექიმებისაც აგარ მჯერა უკვე არა და საშინლად მაქვს სახე კერძოდ შუბლის მიდამოში ძალიან მასობრივად წვრილი ცხიმოვანი გამონაყარი რომლისყურებაც უკვე აგარ შემიძლია ნიკაპის ქვემოთ ყელის და კისრის მიდამოებში ორივე მხარეს ასევე წვრილი ხშირი გამონაყარი ხშირად ეს უფრო მსხვილ ჩირქოვან წარმოიქმნება რომელსაც დროულად ვაქრობ საშინლად მოქმედებს ეს ყველაფერი ჩემზე საკუთარ თავის რწმენას მაკარგვინებს იქნებ მირჩიოთ რამე არ ვიცი რა გზას დავადგე მინდა რომ ქუჩაში თავაწეულმა გავიარო რაც ეხლა ნამდვიალდ არ შემიძლია თქვენი იმედი მაქვს. წინასწარ მადლობას მოგიხდით
პასუხი
-გთავაზობთ ჩვენი კონსულტანტის დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგის ლია ჭითანავას პასუხს: "გარდატეხის ასაკში ხშირად არის ხოლმე გამოხატული საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია სებორეის ფონზე. თუ ენდოკრინოლოგიურად ჯანმრთელი ბრძანდებით, მაშინ როგორც დერმატოლოგი გირჩევთ, დაიცვათ კანის სისუფთავე , ამ მიზნით დაიბანეთ ანტიბაქტერიული საპნით – კლერასინის ქაფით, ოქსი 10 ან სეიფგარდით, გაისუფთავეთ კანი დოქტორ ტაის აკნე ლოსიონით და დერმასეპტის ხსნარით, გამონაყარზე წაისვით თეთრი კასტელანის ხსნარი, ამქერცლავი ეფექტისთვის გამოიყენეთ გამონაყარზე ზინერიტის სუსპენზია, ბოლოს წაისვით კურიოზინის გელი 10 დღე. მკურნალობის შემდეგ, ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ სკინორენის მალამო 2-ჯერ დღეში 1 თვე. გადახედეთ კვებას, არ მიიღოთ ცხიმიანი საკვები, შეზღუდეთ ნახშირწყლები (ცომეული, ტკბილეული), არ ჭამოთ მაიონეზი, დაიცავით ძილისა დ კვების რეჟიმი. აუცილებლად გამოიკვლიეთ ყელი ქრონიკული ინფექციური კერის გამოსარიცხად, ასევე გამოიკვლიეთ კუჭ-ნაწლავთა სისტემის ფუნქციონირება"