ვარ 24 წლის, ვმუშაობ კომპიუტერთან მთელი დღე ვარ ც... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

15-10-2014

-გამარჯობათ, ვარ 24 წლის, ვმუშაობ კომპიუტერთან მთელი დღე ვარ ცოტათი ნერვული დაძაბულობა, შემაწუხა თავის ტკივილმა თითქოს გარედან კუნთი მიჭერს ხშირად ცალ მხარეს, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაშინებს არის თავის ზედა ნაწილში მაქვს წამიერი დენის დარტყმის შეგრძნება, და რაღაცეები წავიკითხე და სულ მგონია ინსულტი მარტყვამს.

პასუხი
-უპირველესად უნდა მოიწესრიგოთ მუშაობის რეჟიმი, აუცილებელია პერიოდულად მოწყდეთ კომპიუტერს, ყოველი საათის ბოლოს ადექით, გაიარეთ, დიდი ყურადღება უნდა მიაქციეთ კვების რეჟიმს ან რაციონს, დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული სისტემის გადაძაბვას, სტრესს.
გაიზომეთ არტერიული წნევა და ზოგადად უნდა იკონტროლოთ წნევის ციფრები. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე, თავისუფალ დროს მეტი დროს გაატაროთ ჰაერზე, ივარჯიშოთ. სასარგებლოა სამსახურში წასვლამდე მცირე ფიზიკური ვარჯიში, რათა მთელი დღე მხნედ იგრძნოთ თავი. აუცილებელია მოიწესრიგოთ ძილისა (აუცილებელია ღამის სრულფასოვანი ძილი) და დასვენების რეჟიმი, კომპიუტერთან არანორმირებულმა მუშაობამაც შესაძლოა დამოუკიდებლად გამოიწვიოს ის დისკომფორტი, რომელსაც თქვენ გრძნობთ.
თუ ყოველივე ამის გათვალისწინების მიუხედავად დისკომფორტი მაინც გექნებათ, მაშინ საკონსულტაციოდ უნდა მიმართოთ თერაპევტს ან ნევროლოგს, დამატებითი გამოკვლევები დაიგეგმება ექიმთან გასაუბრების შემდეგ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად