ორი თვის ნამშობიარები ვარ მშობიარობის მერე დამეწა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

15-10-2014

-გამარჯობათ ორი თვის ნამშობიარები ვარ მშობიარობის მერე დამეწა საშვილოსნო ძალიან მაწუხებს ოპერაციის გარდა სხვა რა საშუალებით შეიძლება მკურნალობა 27 წლის ვარ..და ერთი კიდე ეხოზე თუ გამოჩნდება რა დონეზეა დაწეული მადლობთ წინასწარ

პასუხი
-ქალის სასქესო ორგანოთა დაწევა, საზოგადოდ, მენჯის ფუძის ანატომიური დეფექტის შედეგად ვითარდება, ამ დეფექტის მიზეზებს შორის კი ძირითადად სამი გამოიყოფა, ერთერთი არის შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი დისპლაზია (გენეტიკური პათოლოგიაა, რომელსაც შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი სისუსტე ახასიათებს); საშვილოსნოს დაწევის დროს ქალმა დროულად მიმართოს ექიმს და მკურნალობა დაიწყოს. პირველი ხარისხის დაწევის დროს შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა. ის მოიცავს სპეციალურ სამკურნალო ფიზკულტურას და გინეკოლოგიურ მასაჟს, რომელიც მენჯის ფუძის კუნთების გასამაგრებლად არის გამიზნული. ზოგჯერ იყენებენ საშვილოსნოს რგოლს - პესარიას. ეს უკანასკნელი საშოში იდგმება, გარს ერტყმის საშვილოსნოს ყელს და მას აწეულ მდგომარეობაში აკავებს. ახალგაზრდებს უკეთებენ ორგანოდამზოგველ ოპერაციას (თუ ამის აუცილებლობა დადგა) სინთეზური მასალების გამოყენებით. დღეს ფართოდ არის დანერგილი ნაკლებინვაზიური (ლაპაროსკოპიული, ვაგინალური ანუ საშოსმხრივი) მეთოდები. ისინი, გარდა იმისა, რომ ნაკლებტრავმულნი არიან, საგრძნობლადაც ამცირებენ ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს. გარდა ამისა, ამ მეთოდებით ოპერირებისას მუცლის წინა კედელზე ნაწიბური (კოსმეტიკური დეფექტი) არ რჩება.
გირჩევთ, მიბრძანდეთ ექიმთან, რომელიც სათანადო დიაგნოსტიკური გამოკვლევების საფუძველზე შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და რაციონალურ მკურნალობას დაგინიშნავთ. დიაგნოსტიკისთვის საკმარისია გინეკოლოგიური გასინჯვა. ულტრაბგერით დიაგნოსტიკას მიმართავენ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების თანმხლებ დაავადებაზე ეჭვის დროს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად