ძალიან მეუხერხულება ამისი თქმა და დიდი ბოდიშით საქ... | პროქტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პროქტოლოგია

კატეგორია - პროქტოლოგია

15-10-2014

-ძალიან მეუხერხულება ამისი თქმა და დიდი ბოდიშით საქმე იმაშია რომ განავალს სისხლს ვაყოლებ მხოლოდ მაშინ როდესაც განავლის მსხვილი და დიდი მასა გამოდის ორგანიზმიდან ეს ყველაფერი იშვიათი სახისაა სხვა დროს არ შემიმჩნევია ნორმალურია ეს ყველაფერი?

პასუხი
-ხდება სწორი ნაწლავის მიკროტრავმირება, პრობლემის მოსაგვარებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ  კუჭის მოქმედებას, აუცილებლად მოიწესრიგეთ ნაწლავების დაცლის პერიოდულობა: დეფეკაციის აქტი უნდა ხდებოდეს ყოველდღე ერთიდაიგივე დროს.
თავი აარიდეთ გადაჭარბებულ ჭინთვებს, ყოველი დეფეკაციის შემდეგ აუცილებელია უკანა ტანის ტუალეტი ცივი წყლით.
შესაძლოა ჰიგიენური პროცედურისთვის ანტისეპტიკური თვისებების მქონე მცენარეების ნაყენის გამოყენებაც - მაგალითად გვირილის.
კვების რაციონი გაამდიდრეთ ბოსტნეულითა და ხილით, რათა ნაწლავებში გადავიდეს უხეში ბოჭკოები შეკრულობის თავიდან აცილების მიზნით. (ზომიერად მიიღეთ ხორცი და ნახშირწყლები. წელიწადის დროის შესაბამისად ყოველდღიურად მიირთვით ბოსტნეულიდან კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ხილიდან - წითელი ვაშლი ე.წ „ბროცკი“, შავი ქლიავი (თუნდაც ჩირი), ჰერკულესი, წიწიბურა), მაწონი, დილას უზმოზე ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. სასარგებლოა რძემჟავა პროდუქტები, შავი პური.
გაზარდეთ სითხის რაოდენობა (8-9 ჭიქა დღეში)
•შეამცირეთ ჯდომის ხანგრძლივობა.
• კვებიდან გამორიცხეთ ალკოჰოლი, მწარე და ცხარე საკვები, ღორის ხორცი. ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად